ლევან იზორიამ საქართველოში, შვედეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
. თავდაცვის მინისტრმა სტოკჰოლმის ცენტრში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად უდანაშაულო ადამიანების გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა და შვედეთის ხელისუფლებას, შვედ ხალხსა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა: „გამოვხატავ ღრმა მწუხარებას შვედეთში მომხდარი ტერაქტის გამო, თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, შვედ ხალხს. მწამს, რომ შვედი ხალხი ამ ტრაგედიას სიმტკიცით დაძლევს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
შვიდ აპრილს, შვედეთის სამეფოს დედაქალაქის ცენტრში, დიდი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა თხუთმეტი ადამიანი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა.

















