logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლიტვის თავდაცვის მინისტრი: არის ერთი საკითხი, რაც საერთოა ჩვენი ქვეყნებისთვის-ეს არის საერთო საფრთხეები
ლიტვის თავდაცვის მინისტრი: არის ერთი საკითხი, რაც საერთოა ჩვენი ქვეყნებისთვის-ეს არის საერთო საფრთხეები
11:01 12.04.2017
საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრებს შორის გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან იზორიამ და რაიმუნდას კარობლისმა გაფართოებული ფორმატით გამართული შეხვედრისას განხილული თემები მედიის წარმომადგენლებთან შეაჯამეს.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლევან იზორიამ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის მიმართ ლიტვის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში ლიტველი ექსპერტის როლზე გაამახვილა ყურადღება.

ლევან იზორიამ ყურადღება ორმხრივი თანამშრომლობის რამდენიმე მიმართულებაზეც გაამახვილა. „ლიტვა სპეციალური ოპერაციების ძალების მაქსიმალური მზადყოფნის დონით გამორჩეულია. მათთან ერთად იმ საუკეთესო ერთობლივი წვრთნების პრაქტიკის გაგრძელების დიდი ინტერესი გვაქვს, რომელიც ჩამოგვიყალიბდა. მომავალშიც წვრთნებში აქტიური მონაწილეობისთვის ჩვენი მხრიდან მზაობას ვაცხადებთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა თავდაცვის ტოტალური კონცეფციის განხორციელებაა, რომელიც კარგი რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის არსებობას გულისხმობს. ამ მიმართულებით ლიტვას საუკეთესო გამოცდილება აქვს. ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივა ეროვნული გვარდიების შესაძლებლობების განვითარებასთან იქნება დაკავშირებული, რათა მათი მხარდაჭერითა და თანადგომით, ნატოს სტანდარტების შესაბამისი რეზერვისა და მობილიზაციის სისტემა ჩამოვაყალიბოთ,“ - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა და ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. რაიმუნდას კარობლისმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„გაგრძელდება თანამშრომლობა განათლების სფეროში, რომელიც სამხედრო აკადემიასა და ბალტიის თავდაცვის კოლეჯში გაცვლით პროგრამებს ითვალისწინებს. სპეციალური ოპერაციების ძალები კი თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულება იქნება. მინდა, მინისტრი მივიწვიო “Flaming Sword 2017” სწავლებაზე. იმედი მაქვს, რომ საქართველოც მიიღებს მონაწილეობას ერთობლივ წვრთნებში. ორმხრივ ფორმარტში ტრადიციულად კარგად ვთანამშრომლობთ. არის ერთი საკითხი, რაც საერთოა ჩვენი ქვეყნებისთვის - ეს არის საერთო საფრთხეები.
თანამშრომლობა ამ მიმართულებითაც საჭიროა და შეკავების პოლიტიკაც აქტუალური. თანამშრომლობას გავაგრძელებთ საერთაშორისო მისიების ფარგლებშიც,“ - განაცხადა ლიტვის თავდაცვის მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა