logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს ლიტვის თავდაცვის მინისტრი სტუმრობს
საქართველოს ლიტვის თავდაცვის მინისტრი სტუმრობს
10:59 12.04.2017
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრი იმყოფება. რაიმუნდას კარობლისს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.
ლიტვის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს სამწყობრო მოედანზე გაიმართა. შესრულდა ლიტვის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები.
ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, ლიტვის დელეგაციასთან შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში წარიმართა, რომელსაც ლიტვის გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვიტალიუს ვეიკშნორასი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ.
საუბრის დასაწყისში ლევან იზორიამ ლიტველ კოლეგას პოლიტიკური მხარდაჭერისა და თავდაცვის სფეროში პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველოსა და ლიტვას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, საგანმანათლებლო სფეროზე, ერთობლივ სამხედრო წვრთნებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ყურადღება ლიტვის მიერ საქართველოს ეროვნული გვარდიის რეფორმირების პროცესში შეტანილ წვლილსა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში ლიტვის ჩართულობაზე გამახვილდა.
შეხვედრის დროს, ლევან იზორიამ ხაზი სკანდინავია-ბალტიისპირეთი-საქართველოს ფორუმის დაფუძნების მნიშვნელობას გაუსვა და აღნიშნა, რომ შვედი, ფინელი და ესტონელი კოლეგები ამ ინიციატივას მიესალმებიან.
გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ხელი ერთობლივ განცხადებას მოაწერეს, რაც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა სამხედრო განათლება, ერთობლივი სწავლებები და წვრთნები, საქართველოს ეროვნული გვარდიის შესაძლებლობების გაზრდა, ასევე ლიტვის მხარდაჭერა თავდაცვის მიმართულებით სწორი რეფორმების განსახორციელებლად.

გაფართოებულ ფორმატში დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და ლიტვის თავდაცვის მინისტრებმა განხილული თემები მედიასთან შეაჯამეს და ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა