logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან იზორია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წინაშე წარდგა
ლევან იზორია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წინაშე წარდგა
17:39 11.04.2017
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დღეს თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას მოუსმინეს. უწყების ხელმძღვანელი კომიტეტის წინაშე სამინისტროში მიმდინარე რეფორმირების ანგარიშით და სამომავლო გეგმების პრეზენტაციით წარდგა. ლევან იზორიამ თავდაცვის სამინისტროს ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე და მათი იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე ვრცელი მოხსენება წაიკითხა და თითოეული მიმართულება დეტალურად განმარტა. „ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმები აბსოლუტურ თანხვედრაშია ნატოს მიერ განსაზღვრულ სტრატეგიებთან, შესაბამისად, ეს რეფორმები დანახულ იქნა ერთიან სისტემაში და ჩვენ ამ რეფორმებით ამაყად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ვართ თავსებადი არა მხოლოდ განცხადებებში, არამედ მოქმედებებშიც ნატოსთან და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. მისივე ინფორმაციით, რეფორმის ყველა მიმართულება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე და მოქნილი და დაბალანსებული საჯარისო დანაყოფების ფორმირებაზეა ორიენტირებული.
თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების შეფასებისას, მინისტრმა სისტემის ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის საკითხებზეც ისაუბრა. „სრული პასუხისმგებლობით მინდა ავღნიშნო, რომ არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ ყოფილა გათავისუფლებული, ყველა სამხედრო მოსამსახურე ინარჩუნებს პოზიციას. ის, ვინც თავისი ნებით წავიდა შეიარაღებული ძალებიდან, მუშაობდა დაახლოებით 18-19 წელი და მეტი. ჩვენ კეთილი ნება გამოვხატეთ და კომპენსაციები გავეცით, რაც უპრეცედენტო იყო თავდაცვის უწყებაში. 209 ოფიცერზე 5 მილიონზე მეტი კომპენსაცია გავეცით, რითაც ქვეყნის წინაშე მათი სტაჟი და დამსახურება დავაფასეთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
თავდაცვის მინისტრმა უწყებაში ნაკლოვანებების იდენტიფიცირების შედეგად გამოვლენილ სხვადასხვა გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზეც ისაუბრა და ყურადღება ბიუროკრატიული აპარატის არსებობაზე და ე.წ. „ვარსკვლავიანი თანამდებობების“ საკითხებზე გაამახვილა. ლევან იზორიამ სტრატეგიულ მიმართულებებზე საუბრისას ცალკე გამოყო საქართველოს კონტრიბუცია საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით და ანტისარაკეტო სისტემის შეძენის პრიორიტეტულობა. გამოსვლის დასასრულს თავდაცვის მინისტრმა კომიტეტის წევრების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა და დამატებითი განმარტებები გააკეთა.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და მინისტრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში შეაფასა და უახლოეს წლებში უწყების ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის პროცესზე საუბრის აღარ გამართვის იმედიგამოთქვა.
„პატივს ვცემ თავდაცვის მინისტრის პრინციპულობას და მინდა, თქვენი პრინციპი დავინახო, რომ ეს სიტყვა - ოპტიმიზაცია-რეორგანიზაცია მინიმუმ რამდენიმე წელი აღარ გაისმება თავდაცვის სამინისტროში. თავდაცვის მინისტრს და მის გუნდს განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებ რეფორმების განხორციელებისთვის. მართლაც ძალიან უმოკლეს ვადაში ბევრი რამ გაკეთდა, რაც კომიტეტის და საზოგადოების მხრიდან პოზიტიურად ფასდება. ჩემი მხრიდან, ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრებზე, ყოველთვის განსაკუთრებით აღვნიშნავ სამინისტროში განხორციელებული რეფორმების სწორ მიმართულებას. მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო თითოეული სამხედრო მოსამსახურის და სამოქალაქო პერსონალის მიმართ, რომლებიც ჩვენ ქვეყანას ემსახურებიან. ჩვენც რიგითი ჯარისკაცები ვართ, უბრალოდ აქ სხვა ფრონტის ხაზი შეიძლება გვაქვს, მაგრამ ჩვენ ყველას საერთო ინტერესი გვაერთიანებს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა