logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან იზორია ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა
ლევან იზორია ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა
12:52 30.03.2017
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ორდღიანი ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. ვიზიტი უკრაინის თავდაცვის სამინისტროში მიღების საზეიმო ცერემონიალით დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას საპატიო ყარაული მიიღებს. თავდაცვის მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში დელეგაციებს შორის გაგრძელდება. ადგილობრივ მედიასთან დაგეგმილ ბრიფინგამდე, ლევან იზორია და სტეფან პოლტორაკი ხელს ორმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავებაზე ერთობლივი განცხადების დოკუმენტს მოაწერენ.
ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან: მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა.
დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის შეხვედრა უკრაინის ვიცე-პრემიერთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის დარგში ივანა კლიმპუშ-ცინცაძესთან.
ვიზიტის მეორე დღეს კი, ქართული დელეგაცია თავდაცვის უწყებაში უკრაინის თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის მსმენელთა გამოშვების ცერემონიალს დაესწრება. მოგვიანებით ქართული დელეგაცია უკრაინის თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტსაც ესტუმრება და სასწავლო დაწესებულების ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნობა.
ვიზიტის დასასრულს თავდაცვის მინისტრი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და დაღუპული უკრაინელი სამხედროების ხსოვნას პატივს მიაგებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა