logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ავღანეთში ქართველ მშვიდობისმყოფელთა კიდევ ერთი ნაკადი გაემგზავრა
ავღანეთში ქართველ მშვიდობისმყოფელთა კიდევ ერთი ნაკადი გაემგზავრა
17:38 28.03.2017
ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩართვისთვის მზად არიან. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ავღანეთში გაცილების ცერემონიალი სენაკში, II ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
სიტყვით მიმართვისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გლობალურ უსაფრთხოებაში საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავთ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, წესებზე დაფუძნებული სამყაროს განმტკიცება. მისიას ჩვენ მომავალშიც სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ. დღეს ვაცილებთ II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონს ავღანეთში საერთაშორისო მისიის შესასრულებლად. მე შესაძლებლობა მქონდა, მათი წვრთნები გერმანიაშიც მენახა და განსაკუთრებული სიტყვები მომესმინა ბატონი გენერლებისგან, გენერალ ჰოჯესისგან, თუ რა კვალიფიკაციით, პროფესიონალიზმითა და გამბედაობით გამოირჩევიან ჩვენი მეომრები. დარწმუნებული ვარ, ისინი ავღანეთშიც იგივე სულისკვეთებით გააგრძელებენ ამ საპასუხისმგებლო მისიას და მშვიდობით დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს, ჩვენს ქვეყანას. მინდა, ღვთის წყალობა ვუსურვო მათ!“-განაცხადა მინისტრმა.
ქართველ მშვიდობისმყოფელებს მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ ლაურა კუპერმა და აშშ-ის ელჩმა იან კელიმ.
„ჩვენ ვაცნობიერებთ საქართველოს მიერ გაღებულ მსხვერპლს ავღანეთის ყველაზე ცხელ წერტილში, სადაც ქართველი ჯარისკაცები ამერიკელი პარტნიორების მხარდამხარ იბრძვიან. მადლობას გიხდით ავღანეთში კონტრიბუციისთვის. მინდა, 23-ე ბატალიონს მისიის წარმატებით შესრულება და საქართველოში მშვიდობით დაბრუნება ვუსურვო,“ - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.
„ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია ამ ცერემონიალში მონაწილეობა. ეს სიმბოლური ღონისძიება ძალიან კარგად აღნიშნავს იმ მეგობრობასა და პარტნიორობას, რაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს შორის არსებობს. ამერიკა ძალიან აფასებს საქართველოს უდიდეს კონტრიბუციას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში. ყველა სამხედროს წარმატებული მისიის შესრულებას და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას ვუსურვებ“, - განაცხადა იან კელიმ.
ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულებული სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საბრძოლო დროშის გადაცემით დაიწყო. პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედროების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, დასავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი და მშვიდობისმყოფელების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი ავღანეთში მყოფ III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას შვიდი თვის განმავლობაში შეასრულებს. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.
ავღანეთში გამგზავრებამდე ქვედანაყოფმა გადასროლსიწინა წვრთნები ჯერ საქართველოში, შემდეგ კი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ჰოჰენფელზის სამხედრო ბაზაზე გაიარა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა