logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს 14 წელი შეუსრულდა
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს 14 წელი შეუსრულდა
18:53 24.03.2017
საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს დაარსებიდან 14 წელი შეუსრულდა.
სერჟანტთა მომზადების ცენტრის პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.

თავდაცვის მინისტრმა სერჟანტებს სამხედრო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „სერჟანტთა მომზადების ცენტრი გამორჩეული და ერთ-ერთი პრესტიჟულია შეიარაღებულ ძალებში. თავად სერჟანტები შეიარაღებული ძალების იერარქიაში ჩვენი ჯარისკაცებისა და ოფიცრებისთვის სულიერ ფუნდამენტს წარმოადგენენ. მათ ბრძოლაში არაერთი საგმირო მაგალითი გვიჩვენეს. დღეს სერჟანტთა მომზადების ცენტრი ღირსეული ქართველის, ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს. დარწმუნებული ვარ, რომ სერჟანტები გიორგი ანწუხელიძის თავდადებისა და მხედრულ ტრადიციებს მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებენ“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

საზეიმო ღონისძიებას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე, შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე, გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ღონისძიების დაწყებამდე, სტუმრებმა საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს,ასევე შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი.

ცენტრის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეებს, წახალისების მიზნით, მედლები გადაეცათ. თავდაცვის მინისტრმა მედალი „სამშობლოსთვის თავდადებული“ სერჟანტთა მომზადების ცენტრის ხელმძღვანელს, ვიცე-პოლკოვნიკ რომან ქავთარაძესა და სერჟანტ ხათუნა ახალკაცს გადასცა.

გენერალური შტაბის უფროსმა კი, მედლით „უმწიკვლო სამსახურისთვის I ხარისხი“ მასტერ-სერჟანტი ავთანდილ ლიპარტელიანი, ხოლო მედლით„უმწიკვლო სამსახურისთვის II ხარისხი“ სერჟანტი ჯიმშერ აფრიამაშვილი და უფროსი სერჟანტი ზვიად მჭედლიშვილი დააჯილდოვა. ოთხ სამხედრო მოსამსახურესსაპატიო სიგელები გადაეცათ, ხოლო ცხრას - მადლობა გამოუცხადეს.
სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წელს შეიქმნა. 2009 წელს მომზადდა და დამტკიცდა უფროსი სერჟანტის კურსის სასწავლო პროგრამა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა.

სერჟანტთა მომზადების ცენტრი თავდაცვის უწყებაში არსებული საგანმანათლებლო მიმართულების ერთ-ერთი მთავარი სასწავლებელია. ცენტრს მემორანდუმი აქვს გაფორმებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ასევე ურთიერთობა აქვს გერმანიის ჰამელბურგის ქვეითთა სკოლასთან და თანამშრომლობის ფარგლებში პერიოდულად ინსტრუქტორთა გაცვლითი პროგრამა ხორციელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა