გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დღეს რუსული სამხედრო ტექნიკა, საქართველოს გავლით, ტრანზიტული
დანიშნულებით სომხეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„ეს არის არასამხედრო სამოქალაქო დანიშნულების ტექნიკა. თავდაცვის სამინისტრო გასცემს ნებართვებს სამხედრო პროდუქციის ტრანზიტზე, თუმცა ამ შემთხვევაში, მსგავსი ნებართვა არ გაცემულა. მოგახსენებთ, რომ სამხედრო პროდუქციის ტრანზიტზე წლებია, არც სომხეთიდან და არც რუსეთიდან თავდაცვის სამინისტროსთვის არ მოუმართავთ და შესაბამისად, არც ნებართვა გაცემულა“-აცხადებენ სამინისტროში.

















