logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
აფხაზეთის მთავრობა „მარტის ბრძოლებში” მონაწილე ომის ვეტერანებს მიმართავს
აფხაზეთის მთავრობა „მარტის ბრძოლებში” მონაწილე ომის ვეტერანებს მიმართავს
19:12 15.03.2017
საქართველოს უახლოეს ისტორიაში „მარტის ბრძოლების“ სახელით შესული ბრძოლის მონაწილეებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მიმართავს, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოში 16 მარტის არტილერისტთა პროფესიულ დღედ გამოცხადებას საფუძვლად დაედო ქართველი მეომრების გაუტეხელი სულის, უბადლო ვაჟკაცობის, შეუპოვრობის, უმეტესად კი არტილერისტთა უმაღლესი პროფესიონალიზმი, რომელთაც უკუაგდეს კბილებამდე შეიარაღებული მოწინააღმდეგის სადესანტო შენაერთები და დაქირავებული ბოევიკები, რომლებიც ცდილობდნენ სოხუმში შეჭრას და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას.
ამ უმძიმეს და უთანასწორო შეტაკებას შეეწირა და ბრძოლაში დაიჭრა თავდადებული ასობით ქართველი მებრძოლი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გადაარჩინეს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.
მოწიწებით ვიდრეკთ ქედს ვალმოხდილი მეომრების წინაშე, ვუხრით თავს დაღუპულთა მშობლებს, ქვრივებს და ობლებს... მადლობა გმირი შვილებისთვის, მადლობა ”ჭირსა შიგან გამაგრებისთვის” და სამშობლოსთვის გმირი მამების ღირსი შთამომავლების გაზრდისთვის.
მივმართავთ 1993 წლის 15-16 მარტის ოპერაციის ყველა მონაწილეს, მეომარს და საომარი მოქმედებების ზონაში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას:
გმადლობთ, ძვირფასო მეომრებო, ვეტერანებო, თანამემამულეებო... თქვენ ღირსეულად იცავდით მშობლიურ მხარეს, მაგრამ არ გვავიწყდება ისიც, რომ გამოჩენილი უშიშარი შეუპოვრობა, პატრიოტული სულისკვეთება კიდევ უფრო მეტს იმსახურებს, რადგან საქართველოს ერთიანობის საქმეში პირადი წვლილი შეიტანეთ, გამოიჩინეთ თავდადება.
ამ ომს გამარჯვებული არ ჰყავს, ერთად დავმარცხდით ქართველებიც და აფხაზებიც, ვერ მოვუარეთ ჩვენს აფხაზეთს, მაგრამ თქვენ და თქვენი სახით სამშობლოს პატრიოტები გვასწავლიან, როგორ აღარ დავუშვათ შეცდომები, რომ უცხო ძალებმა ვერასოდეს შეძლონ ერთი სამშობლოს მკვიდრთა დაპირისპირება!!!
ვართ თქვენს გვერდით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენი ღვაწლისთვის შესაბამისი თანადგომა გაგიწიოთ“-ნათქვამია მიმართვაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა