logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ქართული არტილერია 25 წლისაა
ქართული არტილერია 25 წლისაა
18:51 15.03.2017
ქართული არტილერიის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ხონში, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II საარტილერიო ბრიგადას ეწვია. მინისტრთან ერთად ქართველი არტილერისტებისთვის პროფესიული დღის მისალოცად ხონში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი ჩავიდნენ. ღონისძიებას დაესწრნენ ასევე, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პირადი შემადგენლობა და ხონის N3 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები.
სამწყობრო მოედანზე შეკრებილ არტილერისტებს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა სიტყვით მიმართეს. თავდაცვის მინისტრმა არტილერიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მოდერნიზების ფარგლებში არტილერიის განვითარების გეგმებსაც შეეხო. ლევან იზორიას თქმით, საჰაერო თავდაცვასთან და ანტისატანკო დანაყოფების გაძლიერებასთან ერთად, არტილერიის მნიშვნელოვნად გაძლიერებაც მოხდება, რაც ნატოს სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობით და ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას გულისხმობს. „არტილერია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრალური დანაყოფია მთელს შეიარაღებულ ძალებში. თქვენ ყოველთვის იდექით წინა ხაზზე, როდესაც ქართველ ჯარისკაცს გადამწყვეტი სიტყვა უნდა ეთქვა ომში. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ამ სიტყვას მომავალშიც იტყვით, როდესაც ეს სამშობლოს დასჭირდება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა. ამის გარანტიაა ჩვენი მზადყოფნის მაღალი დონე. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად დაწყებული - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა. მისი მთავარი მიზანია, საქართველოს შეიარაღებული ძალები მათ შორის არტილერია გახდეს ნატოს სტანდარტების შესაბამისი, რათა აგრესორი სანამ გადაწყვეტს თავს დაესხას ქვეყანას, ჰქონდეს იმის საფუძველი, დაფიქრდეს, თუ რა დიდ ზიანს მიაყენებს საკუთარ თავს,“ - განაცხადა ლევან იზორიამ სიტყვით მიმართვისას.
ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა სამხედრო მოსამსახურეებს უმწიკვლო სამსახურისთვის და უწყების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მედლები, საპატიო სიგელები და სამახსოვრო დაფა გადასცეს.
დღესვე, ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ღია კარის დღე გაიმართა, სადაც მოწვეულ სტუმრებს ქვედანაყოფში არსებული საარტილერიო ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების საშუალება ჰქონდათ.
პროფესიული დღე არტილერისტებმა ხონში პარალელურად ვაზინაში, I საარტილერიო ბრიგადაშიც აღნიშნეს.
1993 წლის 15 მარტს რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილებმა და ააფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. 14 მარტიდან 16 მარტის ჩართვით სოხუმისკენ წამოსულ მტერს ქართულმა არტილერიამ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. დიდი მსხვერპლის გამო მოწინააღმდეგე ძალები იძულებული გახდნენ, უარი ეთქვათ შეტევაზე და უკან დაეხიათ. 15 მარტი ქართული არტილერიის დღედ, სწორედ ამ დღეებში მოპოვებული გამარჯვების გამო გამოცხადდა.
კოალიციური ძალების შემადგენლობაში, ქართველ არტილერისტებს, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციის განხორციელებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა