logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან იზორია საქართველოში აშშ-ს ელჩს შეხვდა
ლევან იზორია საქართველოში აშშ-ს ელჩს შეხვდა
01:40 13.03.2017
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში აშშ-ს ელჩს იან კელის შეხვდა. მხარეებს შორის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ორმხრივი თანამშრომლობა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელება იყო.

„ამერიკის ელჩთან ჩამოგვიყალიბდა თანამშრომლობის ძალიან კარგი ფორმატი, სადაც ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა განვიხილოთ მიმდინარე პროცესები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროში რეფორმებთან არის დაკავშირებული. მთავარი თემა იყო ის მიმდინარე პროცესები, რომელიც უკავშირდება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის დროულ და ეტაპობრივ განხორციელებას. ამ მიმართულებით ბევრი რამ იგეგმება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად და, გამომდინარე აქედან, გადავწყვიტეთ ამ ფორმატის ინტენსიურად გამოყენება“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

ამერიკელ დიპლომატთან შეხვედრაზე ყურადღება უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ბრიუსელში ვიზიტსა და ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში სტუმრობის საკითხებზე გამახვილდა. აშშ-ის ელჩმა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭრაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვითხოვეთ დღევანდელი შეხვედრა, რათა მოგვესმინა ევროპაში, მათ შორის სკანდინავიის ქვეყნებში, გერმანიასა და ბრიუსელში გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია. მინისტრმა გაგვიზიარა, თუ როგორი ნაყოფიერი შეხვედრები გამართა მან. ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ მსგავსი სახის ღონისძიებებს. ასევე შევეხეთ პროგრესს, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის იმპლემენტაციის კუთხით არსებობს. ეს პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დახმარებას წარმოადგენს და მიზნად ისახავს საქართველომ განავითაროს თავდაცვითი შესაძლებლობები, ტერიტორიული თავდაცვა. ჩვენ შესანიშნავი თანამშრომლობა გვაქვს საქართველოს თავდაცვის მინისტრთან“, - განაცხადა იან კელიმ.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოში ამერიკული საზღვაო ქვეითი ძალების ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი უილიამ კონერი დაესწრნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა