logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ჩეხეთისა და ლიტვის ელჩები სკრაში „საქართველო IV"-ის მიმდინარეობას გაეცნენ
ჩეხეთისა და ლიტვის ელჩები სკრაში „საქართველო IV"-ის მიმდინარეობას გაეცნენ
15:27 12.03.2017
ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის" სატრასტო ფონდის პროექტ „საქართველო IV"-ის მიმდინარეობას სოფელ სკრაში ჩეხეთისა და ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ტომაშ პერნიცკი და გეიდრიუს პოიდზიუნასი გაეცნენ. დიპლომატები განაღმვის პროცესების მიმდინარეობას დააკვირდნენ და ტერიტორია დაათვალიერეს.
ელჩებს ნატოს უზრუნველყოფის და შესყიდვების სააგენტოს (NSPA) პროექტის მენეჯერმა გვანცა კვინიკაძემ, ასევე, შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადისა და სამხედრო-სამეცნიერო ცენტრ "დელტას" წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
სტუმრებმა მიღწეული შედეგი დადებითად შეაფასეს. მათ ხაზგასმით აღნიშნეს პროექტში ჩართულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა პროფესიონალიზმი და პროექტის მნიშვნელობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
ჩეხეთი და ლიტვა ნატოს „საქართველო IV" პროექტის წამყვანი ქვეყნები არიან. პროექტი, რომელიც 2014 წლის ივნისში დაიწყო, 2008 წლის ომის დროს სკრაში მდებარე შეიარაღების აფეთქებული საცავის მიმდებარე ტერიტორიის ფეთქებადსაშიში ნარჩენებისგან გაწმენდას, ასევე საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულისთვის წვრთნების ჩატარებას და აღჭურვილობის მიწოდებას ითვალისწინებს. სკრაში გაწმენდით სამუშაოებს ასეულის 19 სამხედრო მოსამსახურე ასრულებს. დღეისთვის აღმოჩენილი და განადგურებულია რამდენიმე ასეული აუფეთქებელი საბრძოლო მასალა. ტერიტორიის დაცვას შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა უზრუნველყოფს.
პროექტის ბიუჯეტი 1,3 მილიონ ევროს შეადგენს და მასში, წამყვანი ქვეყნების გარდა, წვლილი აშშ-მა, აზერბაიჯანმა, ბულგარეთმა, დანიამ, გერმანიამ, ირლანდიამ, იაპონიამ, ლუქსემბურგმა, ესპანეთმა, შვედეთმა და თურქეთმაც შეიტანეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა