logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 ლევან იზორია: ნატო-საქართველოს ურთიერთობა უპრეცედენტო დინამიურობითაა გამორჩეული, რაც ჩვენდამი ნატოს მტკიცე მხარდაჭერას უსვამს ხაზს
ლევან იზორია: ნატო-საქართველოს ურთიერთობა უპრეცედენტო დინამიურობითაა გამორჩეული, რაც ჩვენდამი ნატოს მტკიცე მხარდაჭერას უსვამს ხაზს
09:34 03.03.2017
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალ პეტრ პაველმა თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან განცხადებები გააკეთეს.

თავდაცვის მინისტრმა ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანოს ხელმძღვანელსა და კომიტეტს საქართველოში სტუმრობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ნატოს ექსეპრტები აქტიურად არიან ჩართული თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების პროცესში.
„ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ნათელი დადასტურებაა, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა, მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ვიზიტი ასევე, გვაძლევს საშუალებას, შევაფასოთ ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული შედეგები, განსაკუთრებით გამოვყოფდი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ პროექტებს, რომელიც ძალიან წარმატებით ხორციელდება“ - განაცხადა იზორიამ.

ლევან იზორიამ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ გავაღრმავებთ თანამშრომლობას ნატოს სამხედრო კომიტეტთან, რათა თანამშრომლობის ის პრაქტიკული მექანიზმები, რომლებიც არსებობს კიდევ უფრო დაიხვეწოს, რათა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს მეტი უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო თავდაცვისუნარიანი და მდგრადი. რეფორმების განხორციელების მიზანი სწორედ ის არის, რომ გავხდეთ ნატოსთან თავსებადი“- განაცხადა მინისტრმა.

იზორიამ ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტი ისორიულ ფაქტად შეაფასა და განსაკუთრებით გამოყო ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ნატო-საქართველოს ურთიერთობის დინამიკა.

„ექვსი თვის წინ ვმასპინძლობდით ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს - უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს. 2016 წლის ნოემბრის თვეში გვქონდა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნა. სულ ახლახანს, ორი კვრიის წინ, ძალიან წარმატებული ვიზიტი გვქონდა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში. დღეს კი, ვმასპინძლობთ ნატოს უმაღლეს სამხედრო ორგანოს - სამხედრო კომიტეტს. მომავალში, აპრილის დასაწყისში გვექნება ნატოს კვირეული, მაისის თვეში, კი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გაიმართება. ასე რომ, ეს თანამშრომლობა, ეს ურთიერთობა უპრეცედენტო დინამიურობითაა გამორჩეული, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ნატოს მტკიცე მხარდაჭერის პოლიტიკას საქართველოს მიმართ. დიდი მადლობა ნატოს ამ მხარდაჭერისთვის“ - განაცხადა ლევან იზორიამ პრესკონფერენციაზე.

„ნატო საქართველოს გვერდით დგას და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს უკან წაიღოს ორი ქართული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენულ საზღვრებს“ - განაცხადა გენერალმა პეტრ პაველმა ჟურნალისტებთან და საქართველო ალიანსისთვის ღირებულ და სანდო პარტნიორად შეაფასა.
„ნატოსთვის ღირებულია პარტნიორობა ყველა სახელმწიფოსთან, რომლებიც დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას და თანამშრომლობას ამჯობინებენ კონფრონტაციას. საქართველო კი, სწორედ ასეთი ღირებული პარტნიორია ნატოსთვის. ჩვენს შორის პარტნიორობა საერთაშორისო მისიებში კიდევ უფრო განმტკიცდა. ალიანსმა და საქართველომ ორივემ გაიღეს მსხვერპლი ამ ოპერაციებში. საქართველომ ნატოს მხარდამხარ ბრძოლისას ოცდაათზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ოპერაციებში ერთობლივმა მოქმედებებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა საქართველოს, როგორც პარტნიორის საიმედოობა“- განაცხადა პაველმა.

ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და განსაკუთრებით გამოყო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომლის 15 პროექტზეც, მათ შორის საჰაერო თავდაცვაზე, საზღვაო უსაფრთხოებაზე, სპეციალური ოპერაციები ძალებსა და სანაპირო დაცვაზე, ალიანსის 26 წევრი და პარტნიორი ქვეყნის 42 საერთაშორისო ექსპერტი მუშაობს.
„აღნიშნული პაკეტის მთავარ კომპონენტს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო მომზადებას და ურთიერთთავსებადობის გაზრდას. ის ასევე, ეხმარება შეიარაღებულ ძალებს გახდეს უფრო ეფექტიანი და აახლოვებს საქართველოს ნატოს წევრობასთან, რაც სამომავლოდ თქვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია“, - აღნიშნა ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანოს თავმჯდომარემ.

გენერალმა პეტრ პაველმა დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე კდიევ ერთხელ აღუთქვა მხარდაჭერა.
„ჩვენ ვაფასებთ თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებს, რომელიც ნამდვილად არ არის ადვილად განსახორციელებელი, თუ გავითვალისწინებთ რესურსებს, საფრთხეებს და მოსახლეობისთვის სწორი გზავნილების მიწოდებას. კიდევ ერთხელ, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ გზაზე ერთად ვართ. ნატო მოწადინებულია გააგრძელოს ამ ძალისხმევაში საქართველოს მხარდაჭერა და გააგრძელოს თქვენი ქვეყნის მომზადება ალიანსში საბოლოო გაწევრიანებისთვის“- განაცხადა პაველმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა