logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 ლევან იზორია ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
ლევან იზორია ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
16:57 02.03.2017
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ პეტრ პაველს დღეს გამართულ შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესები, ტრანსფორმაციის კუთხით მიღწეული პროგრესი და დასახული ამოცანები გააცნო.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და ქართული მისიის ხელმძღვანელი ნატოს მისიაში ალექსანდრე მაისურაძე დაესწრნენ.

მხარეებმა ქვეყნის უსაფრთხოების მდგომარეობაზე, ამ კუთხით არსებულ გამოწვევებსა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს აქტიურ ჩართულობაზე იმსჯელეს.
როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო წარმოადგენს ალიანსის ერთ-ერთ ყველაზე თავსებად და დასაყრდენ მოკავშირეს რეგიონში, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს არამარტო ევროატლანტიკური, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სხვადასხვა მექანიზმებს და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს. ლევან იზორიამ ნატოს უმაღლეს სამხედრო პირს მადლობა გადაუხადა ალიანსის წევრი თითოეული ქვეყნის მიერ იმ მხარდაჭერისა და პრაქტიკული დახმარებისთვის, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებას, თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცებას და ნატოსთან თავსებადობის კიდევ უფრო ამაღლებას. მისივე თქმით, ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანო, საქართველოს უკვე მეორედ ეწვია, რაც ნათლად ადასტურებს ალიანსის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. გენერალ პეტრ პაველთან შეხვედრა, ნატოს სამხედრო კომიტეტის სამხედრო წარმომადგენლებთან ერთად გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ნატოს გენერალურმა მდივანმა, გენერალმა პეტრ პაველმა მედიის წარმომადგენლებთან პრესკონფერენცია გამართეს და ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა