logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ლევან იზორია საქართველოში პოლონეთის ელჩს შეხვდა
ლევან იზორია საქართველოში პოლონეთის ელჩს შეხვდა
17:52 22.02.2017
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარიუშ მაჟკიევიჩს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებზე და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.
ლევან იზორიამ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში პოლონეთის აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრის დროს ასევე, სპეციალური ოპერაციული ძალებისა და სამხედრო პოლიციის მიმართულების განვითარება განიხილეს.
„პოლონეთის ახალ ელჩთან საართველოში ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ჩვენ მომავალში თანამშრომლობის პერსპექტივები განვიხილეთ. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ პოლონეთი ძალიან აქტიური ქვეყანაა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების თვალსაზრისით, განსაკუთრებით კი ორი მიმართულებით. ეს არის სამხედრო პოლიციის განვითარება და სპეციალური ოპერაციული ძალების რეფორმირება. ჩვენ ამ მიმართულებით სერიოზულ ღონისძიებებს ვგეგმავთ“- განაცხადა ლევან იზორიამ.
შეხვედრაზე საუბარი ასევე, საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში პოლონეთის მონაწილეობას შეეხო.
იზორიას განცხადებით, პოლონეთმა სურვილი გამოთქვა ამ მიმართულებით თანამშრომლობა გააგრძელოს და ზაფხულში დაგეგმილ მრავალეროვნულ სწავლებაში „Nobel Partner“ მონაწილეობა მიიღოს.
„პოლონეთი ყოველთვის არის იმ საერთო წვრთნების ფარგლებში, რომელსაც სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად საქართველოში ვატარებთ. მათ სურვილი გამოთქვეს ეს თანამშრომლობა გააგრძელონ, განსაკუთრებით ნობელ პარტნერის ფარგლებში. ზაფხულში ჩვენ გვეყოლებიან ასევე პოლონეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები საერთო წვრთნების განხორციელებისთვის“- დასძინა თავდაცვის მინისტრმა.
უწყების ცნობითვე, შეხვედრის შეჯამების დროს მარიუშ მაჟკიევიჩმა პოლონეთსა და საქართველოს თანამშრომლობაზე, ნატოში ინტეგრაციასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.
„მოხარული ვარ, რომ ლევან იზორიასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში და რეგიონული უსაფრთხოების სისტემის გაძლიერების საკითხში, საქართველო პოლონეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოს სახით საიმედო პარტნიორი გვაყვს. აღნიშნულ შეთანხმებას პოლონეთი დასაწყისიდანვე აქტიურად უჭერდა მხარს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ამბიციას გახდეს ალიანსის წევრი მას შემდეგ რაც პოლონეთი თვითონ გახდა ნატოს წევრი 1999 წელს. ვიმედოვნებთ, საქართველო მალე გაწევრიანდება ალიანსში, თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს უფრო დააჩქარებს“- განაცხადა მარიუშ მაჟკიევიჩმა.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი მარიუშ გრჟიბოვსკი დაესწრნენ.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა