logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
იენს სტოლტენბერგი: ჩვენ აღვნიშნეთ საქართველოს პროგრესი თავდაცვის რეფორმების იმპლემენტაციის კუთხით, რაც მდგრადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს
იენს სტოლტენბერგი: ჩვენ აღვნიშნეთ საქართველოს პროგრესი თავდაცვის რეფორმების იმპლემენტაციის კუთხით, რაც მდგრადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს
19:33 16.02.2017
ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის მხარდამჭერი განცხადებები ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ბრიფინგზე გააკეთა. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმართულებით ნატოს ჯგუფთან ერთობლივი მუშაობით, რაც ერთობლივ მიღწევებს ემყარება.

„ჩვენ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს, რომელიც სხვდასხვა სფეროსს და საკითხს მოიცავს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს პარტნიორობა ორმხრივია, რაც იმას ნიშნავს რომ ერთმანეთს ვეხმარებით და გვერდში ვუდგავართ. ნატო საქართველოს უწევს დახმარებას თავდაცვის ინტიტუტების მშენებლობასა და რეფორმების განხორციელების პროცესში. ჩვევ ვაღიარებთ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს“-- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის გარდა ნატოს გენერალურმა მდივანმა ყურადრება რეგიონში შექმნილ მდგომარეობაზე გაამახვილა და რუსეთის ქმედებები გააკრიტიკა. იენს სტოლტენბერგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს მხარდაჭერას უცხადებს. ბრიუსელში შემაჯამებელ ბრიფინგამდე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომელშიც ლევან იზორია თავდაცვის მინისტრის რანგში პირველად მონაწილეობდა. სწორედ კომისიის სხდომაზე შედგა პირველი კომუნიკაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და აშშ-ის თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისს შორის.
საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთადერთი პარტნიორი ქვეყანაა, რომელთანაც ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ჩატარდა. 28+1 ფორმატის შეხვედრა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით კომისიის სხდომაზე განიხილება საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. „განვიხილავთ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს თავდაცვის რეფორმირების კუთხით, მათ შორის თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვის დოკუმენტს. ჩვენ შევაფასებთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ნატოში გაწევრიანების გზაზე. ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას. დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამის დასტურია,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სხდომაზე ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. შეხვედრაზე ნატოს უელსისა და ვარშავის სამიტების გადაწყვეტილებების, კერძოდ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) და ახალი ინიციატივების განხორციელების პროცესი განიხილეს. ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ამ კუთხით მიღწეული პროგრესი და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის მთავარი მიზანი საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის გაძლიერება და ამ გზით ნატოში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებაა.
სიტყვით გამოსვლისას ლევან იზორიამ თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურის ოპტიმიზაციასა და არსებული რესურსების ეფექტურ მართვაზეა ორიენტირებული და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების შემდგომი განვითარების საშუალებას იძლევა. ნატოს თავდაცვის მინისტრებმა მხარი დაუჭირეს და დადებითად შეაფასეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები, რომლის შემუშავებასა და განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართული ალიანსის ქვეყნებიდან საქართველოში მოვლენილი ექსპერტები.
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი იყო შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა და რეგიონში ალიანსის მთავარი პარტნიორი, ჩართულია შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე მიმდინარე სტრატეგიულ დისკუსიებში. საუბარი ასევე, შეეხო რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით ნატოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს და ამ პროცესში საქართველოს შესაძლო ჩართულობის ფორმებს.
შეხვედრაზე წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოს წვლილის მნიშვნელობას ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. ქართული კონტინგენტი, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე პირველია ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში. პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ერთხმად აღნიშნეს, ქართველი ჯარისკაცების თავდადება და პროფესიონალიზმი. მათ განსაკუთრებული პატივისცემა და მწუხარება გამოხატეს ქართველი მშვიდობისმყოფელების მიმართ, რომლებიც საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების დაცვისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა