logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ლევან იზორია გერმანიაში ქართველ სამხედროებს და ბუნდესვერის წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან იზორია გერმანიაში ქართველ სამხედროებს და ბუნდესვერის წარმომადგენლებს შეხვდა
11:09 10.02.2017
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტი ქალაქ ბად-ზალცუნგენში, ბუნდესვერის სამხედრო ბაზაზე სტუმრობით დაიწყო. თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიასა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, ბრიგადის გენერალ ვალდიმერ ჩაჩიბაიას გერმანულ სამხედრო ბაზაზე ბუნდესვერის სახმელეთო ჯარების მე-10 სატანკო დივიზიის 37-ე მექანიზირებული ბრიგადის მეთაურმა, ბრიგადის გენერალ რუპრეხტ ფონ ბუტლერმა უმასპინძლა. შეხვედრას დაესწრნენ ასევე, საქართველოს დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე, საქართველოს სამხედრო ატაშე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და შვეიცარიის კონფედერაციაში, პოლკოვნიკი დავით მამულაიშვილი და 37-ე მექანიზირებული ბრიგადის 391-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ფოლკერ ორტლოფი.

ლევან იზორიამ გერმანელ გენერალს ავღანეთში გადასროლის წინა წვრთნაში ქართველი სამხედროების მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა და საერთაშორისო მისიებში ქართველი და გერმანელი სამხედროების თანამშრომლობის მაღალ ხარისხზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მინისტრმა განაცხადა, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართული და გერმანული სამხედრო კონტინგენტები ერთობლივად 2014 წლიდან მონაწილეობენ, რამაც მათ შორის ურთიერთთავსებადობა საგრძნობლად გაზარდა. ლევან იზორიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა ქართული მხარის მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გასული წლის 10 ნოემბერს ავღანეთში, გერმანულ საკონსულოზე მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი მშვიდობისმყოფელების პროფესიონალიზმის მაღალ დონეზე.

„ჩვენ მოვისმინეთ მათი შეფასება და სიამაყით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, რომლებიც აქ გადიან წვრთნებს, გამოირჩევიან განსაკუთრებული პროფესიონალიზმითა და სიმამაცით. მათ ეს მისიის შესრულების დროს დაადასტურეს. ჩვენ ამ თანამშრომლობას გავაგრძელებთ, რათა მივუახლოვდეთ იმ სტანდარტებს, რასაც ნატოს სტანდარტები ჰქვია“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

ბრიგადის გენერალმა რუპრეხტ ფონ ბუტლერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრს სტუმრობისთვის და ქართულ მხარესთან სამომავლოდ ხანგრძლივი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მან ქართველ სამხედროებს მაღალი შეფასება მისცა და პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება.

„გვეამაყება, რომ გერმანიაში ქართველი ჯარისკაცები მომზადებას გადიან. ჩვენ ქართველ სამხედროებს სამჯერ გავატარეთ გადასროლისწინა მომზადება, ეს კი ჩვენთვის უკვე მეოთხე კონტინგენტია. თქვენ შეგიძლიათ ქართველი სამხედროებით იამაყოთ. ისინი ძალიან პროფესიონალი, მამაცი და გამოცდილი ჯარისკაცები არიან და ჩვენთვის ნამდვილად პატივია ქართველი სამხედროების აქ ყოფნა. ბოლო კონტინგენტი, რომელიც აქ მომზადდა ჩრდილოეთ ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში გადასროლისთვის, კარგი შეფასება მივეცით. მე უკვე ვესაუბრე ჩემს მეგობარ, გენერალ ბოდემანს, რომელიც ჩრდილოეთ ავღანეთში მისიის ხელმძღვანელობაზეა პასუხისმგებელი. მან მითხრა, რომ ქართული კონტინგენტი პროფესიონალი სამხედროებითაა დაკომპლექტებული და ისინი სწრაფად გაუმკლავდნენ მათ წინაშე არსებულ სირთულეებს. ჩვენ მათი მადლიერი ყოველთვის ვიქნებით“- განაცხადა ბუტლერმა.

ბუნდესვერის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული მოინახულა. ამჟამად, ქართული ქვედანაყოფი ავღანეთისთვის გადასროლისწინა სწავლებას გერმანელი სამხედრო ინსტრუქტორების დახმარებით ბად-ზალცუნგენის სამხედრო ბაზაზე გადის. თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ქართველ სამხედროებს გაესაუბრნენ და 5-თვიან გადასროლსიწინა მომზადების პროგრამას გაეცნენ.

ბად-ზალცუნგენის ბაზაზე გაძლიერებული ასეული ტაქტიკურ, საცეცხლე, სამედიცინო, აერომობილურ და კავშირგაბმულობის მომზადებას გაივლის. მათ ასევე, ჩაუტარდებათ სწავლება სპეციალურ აღჭურვილობაში. გერმანიაში გამგზავრებამდე ქვედანაყოფმა საქართველოში 13 კვირიანი მომზადება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრის ,,კრწანისი“ საწვრთნელ ბაზაზე მანავში გაიარა. III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ივნისიდან მაზარ-ი-შარიფის პროვინციაში, ბაზა „მარმალზე“ გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს.

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, დაბა ჰოჰენფელსში გადაინაცვლებს, სადაც დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის ევროპის სარდლობის ხელმძღვანელობასთან. თავდაცვის მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად ჰოჰენფელსის სამხედრო ბაზაზე ქართველი სამხედროების საჩვენებელ სწავლებასაც დაესწრება.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა