logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ლევან იზორია ტალინში ესტონელ კოლეგას შეხვდა
ლევან იზორია ტალინში ესტონელ კოლეგას შეხვდა
16:31 28.01.2017
ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ოფიციალური შეხვედრა ესტონელ კოლეგასთან მარგუს ცაჰკნასთან გამართა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის დასაწყისში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კოლეგას ესტონეთის პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს თავდაცვის უწყებაში გატარებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრის თქმით, უწყების განვითარების 4-წლიანი რეფორმატორული ხედვისა და მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის მიზანი ძლიერი, თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბებაა, რომელსაც საფუძვლად სამხედრო ძალების ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის პროცესი დაედება.

როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას ამ ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან საქართველოს შეიარაღებული ძალები პრინციპულად სტრუქტურული და კონცეპტუალური ცვლილებების პროცესში იმყოფება.

მინისტრებმა თავდაცვის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული პროექტების იმპლემენტაციიის პროცესს და ამ კონტექსტში ესტონელი ექსპერტის ჩართულობას.

მარგუს ცაჰკნამ კიდევ ერთხელ აღნიშნა ესტონეთის სრული მხარდაჭერა საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესში და განაცხადა, რომ ესტონური მხარე ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებით არის დაინტერესებული.

უწყების ცნობითვე, შეხვედრის ერთ-ერთი თემა სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების წარმატებული თანამშრომლობა და ამ ფორმატში საქართველოს ჩართვა იყო, რაც თავდაცვის სფეროს განვითარების ახალი და ეფექტური მექანიზმი გახდება.
„ძალიან მნიშვნელოვანია სკანდინავია-ბალტიის ქვეყნების და საქართველოს თანამშრომლობის ფორმატი. აღნიშნულ იდეას ესტონეთი ყოველდღიურ ფორმატში მხარს უჭერს. ჩემი აზრით, ამ იდეის წარმატებისთვის პრაქტიკული ქმედებები და გადაწყვეტილებებია საჭირო,“ - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.
ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების კუთხით გამოცდილების გაზიარებაზე, ერთობლივ სამხედრო სწავლებებში ჩართვასა და კიბერუსაფრთხოების სფეროში სამომავლო თანამშრომლობაზე.
„ესტონეთსა და საქართველოს თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო და პრაქტიკული თანამშრომლობა აკავშირებთ. ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სპეციალური პროგრამები არსებობს. ქართველი სტუდენტები ესტონეთის უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში სხვადასხვა კურსებს გადიან. გარდა ამისა, ესტონეთი საერთაშორისო არენაზე, საქართველოს ოკუპაციაზე კითხვების დასმას აგრძელებს. ჩვენ ვალდებულები ვართ ყველას შევახსენოთ, რომ რუსეთი კვლავ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო სამართლით აღიარებულ საზღვრებში უქმნის პრობლემებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვებია და თავდაცვის მინისტრთან პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ“, - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
უწყების ცნობითვე, დღესვე ქართულმა დელეგაციამ ემარის ბაზა მოინახულა, საიდანაც ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცის კონტროლი ხორციელდება. ესტონურმა მხარემ სპეციალურად საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის საჩვენებელი ფრენა განახორციელა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტები დაასრულა.
მინისტრმა ვიზიტები წარმატებულად შეაფასა და ფინეთში, შვედეთის სამეფოსა და ესტონეთში ვიზიტი შეაჯამა: „დაინტერესებული ვართ ტოტალური თავდაცვის კონცეფციის რეალიზებით. ასევე, გვსურს წვევამდელთა სისტემის აღდგენა, მობილიზებისა და რეზერვის სისტემის მომავალი წლიდან ჩამოყალიბება. ამ მიმართულებით არსებობს სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნებში ძალიან კარგი გამოცდილება, ამიტომ, ბუნებრივია, მათთან მჭიდრო თანამშრომლობას აღნიშნული სისტემების იმპლემენტაციის თვალსაზრისით გავაგრძელებთ. ჩვენ გვაქვს უკვე ძალიან წარმატებული თანამშრომლობა ესტონეთთან კიბერუსაფრთხოების სფეროში. განისაზღვრა ახალი მიმართულებები, რომელიც ჩვენს თანამშრომლობას უფრო მაღალ ხარისხში აიყვანს. ასევე, გადავწყვიტეთ, რომ უფრო მეტი ყურადღება განათლების სფეროში არსებულ თანამშრომლობას დავუთმოთ, კერძოდ, იყოს იმის შესაძლებლობა, რომ მეტი კურსანტი და ოფიცერი მოვავლინოთ ესტონეთში. ერთ-ერთი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ჩვენ სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნებში თავდაცვის არსებული ფორმატის ფარგლებში საქართველოს მონაწილეობას აქტიურად განვიხილავთ. ეს საკითხიც შემდგომი განხილვების ერთ-ერთი თემა იქნება. ვიზიტი ძალიან წარმატებული იყო და ჩვენ მომავალში ამ ქვეყნებთან უფრო მეტ კონკრეტულ წვრთნებს, უფრო კონკრეტულ თანამშრომლობის გეგმებს დავსახავთ,“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა