ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემისა და სათვალთვალო საშუალებების განვითარებასა და ვერტმფრენთა
პარკის მოდერნიზებაში დაეხმარება. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. იუწყება „ბი-ბი-სი“.
„ჩვენ განვიხილეთ საქართველოსთვის დახმარების გაწევის ვარიანტები ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის, საჰაერო სათვალთვალო სანაპირო ზონაში სადამკვირვებლო საშუალებებით“ - ნათქვამია განცხადებაში.
სახeლმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ამერიკა, ასევე, მზადაა საქართველოს დასახმარებლად საერთო დანიშნულების ვერტმფრენების მოდერნიზაციის კუთხით.
სახელმწიფო დეპარტამენტის ეს განცხადება 4-6 ივნისს, სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტს მოყვა, სადაც მან მონაწილეობა მიიღო საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიის სხდომაში.

















