logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი ჩაიბარა
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი ჩაიბარა
19:36 26.05.2012
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი ქუთაისში დასრულდა.
სამხედრო აღლუმი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რომელიც მომღერალმა ანა ხანჩალიანმა თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრთან ერთად შეასრულა.
ჰიმნის შემდეგ, თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსდამთავრებულებმა ფიცი საზეიმოდ დადეს.
აღლუმზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქვეყნის ერთიანობისა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას.
სამხედრო აღლუმი პრეზიდენტმა, ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა მიხეილ სააკაშვილმა ჩაიბარა.
აღლუმის მონაწილეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე მიესალმა.
სამხედრო აღლუმი მედროშეებმა გახსნეს, რომელთაც წინ გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი მიუძღოდათ.
მედროშეებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელები მოჰყვნენ. კადეტების შემდეგ, საზეიმო მსვლელობა თავდაცვის ეროვნული აკადემიის მსმენელებმა განაგრძეს, შემდეგ კი - გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარებისა და საავიაციო ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობისგან დაკომპლექტებულიმა სააღლუმე ნაწილებმა.
საზეიმო მსვლელობაზე სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფები გამოვიდნენ, მათ შორის იყვნენ - I, II, III, IV და V ქვეითი ბრიგადა, მსუბუქ ქვეითთა ბატალიონი, სამთო-სადაზვერვო ბატალიონი და სპეციალური ოპერაციების ძალები.
აღლუმის საზეიმო შემადგენლობაში იყვნენ, საარტილერიო ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები.
ქვეითთა საზეიმო მსვლელობა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირადმა შემადგენლობამ დაასრულა.
მათ შემდეგ მოედანზე შეიარაღებული ძალების მძიმე ჯავშანტექნიკა და საარტილერიო სისტემები გამოვიდნენ.
აღლუმის საზეიმო მსვლელობაში პირველად მონაწილეობა მუხლუხოებიანმა ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკამ“ და „დიდგორი 3-მა“ მიიღეს.
წარმოდგენილი იყო უპილოტო საფრენი აპარატი და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა.
აღლუმის დასასრულს ქუთაისს შვეულმფრენებმა გადაუფრინეს, მანევრული ფრენა შეასრულეს და ბრჭყვიალა ფერადი ფურცლები ჩამოყარეს.
სამხედრო აღლუმი მოიერიშე სუ-25-ებმა დაასრულეს, რომელთაც ცაზე ქართული დროშის ფერი - თეთრი და წითელი კვალი დატოვეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღლუმში საქართველოს შეიარაღებული ძალების, თითქმის ყველა ქვედანაყოფი, სულ კი, 5 000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.
აღლუმი დაახლოებით 18:00 საათზე დაიწყო და 45-50 წუთს გაგრძელდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა