თბილისში მიმდინარე ქართული მრეწველობის აღლუმის ფარგლებში, სამხედრო სექტორი ვარდების მოედანზეა მოწყობილი.
სექტორში თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ,,დელტას“ მიერ წარმოებული ჯავშანტექნიკა, საარტილერიო სისტემები და საფრენი აპარატებია წარმოდგენილი. მათ შორისაა - ,,ლაზიკა“, „დიდგორი“, უპილოტო საჰაერო სისტემა, სამ ხიდიანი დაჯავშნული მანქანა, 4 და 7 ადგილიანი თვითმფრინავები. 60, 82, 120 მილემტრიანი ნაღმტყორცნი. პისტოლეტი ,,RTJ 7“, ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, ერთჯერადი ხელის ყუმბრამტყორცნი, RD7-ტანკსაწინააღდმეგო, ბორტსაწინააღმდეგო ნაღმი და სხვა.
გარდა ამისა, სექტორში შესაძლებელია ,,დელტას“ დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოების მიერ წარმოებული სხვადასხვა სახის აირ გამათბობლების, აირგაყვანილობისა და წყალგაყვანილობის მილების დათვალიერება.

















