დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის რეპეტიცია ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს.
როგორც „ნიუსპრესს“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, 26 მაისს აღლუმში საქართველოს შეიარაღებული ძალების თითქმის ყველა ქვედანაყოფი, სულ 5 000 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.
აღლუმზე სამხედრო ტექნიკას და ავიაციას წარმოადგენენ, მათ შორის იქნება მუხლუხოიანი ტრანსპორტი, ჯავშანმანქანა „დიდგორი“ და სხვა ქართული წარმოების ტექნიკა.
თავდაცვის სამინისტროში აღლუმის დაწყების დროს ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის პარლამენტის ახალი შენობის წინ, სავარუდოდ, 18.00 საათზე დაიწყება.

















