საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე ქართველ სამხედროებს შეხვდა.
მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად ქართველ ჯარისკაცებს ჰელმანდის პროვინციაში, შუკვანის ბაზაზე ესტუმრა.პრეზიდენტმა ISAF-ის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობისათვის სამხედროებს მადლობა გადაუხადა და ქვეყნის წინაშე მათ ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრა.
"დღეს თქვენ წარმოადგენთ დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ის რასაც თქვენ აკეთებთ ეს არის საქართველოს პოზიციების პირდაპირი გაძლიერება , საქართველოს ჯარისა და მთლიანად საქართველოს მომავლისთვის მყარი საფუძვლის შექმნა" - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით საქართველო ევროგაერთიანებას და ნატოს კიდევ უფრო უახლოვდება.
საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში დღეს დილით ჩაფრინდა.

















