“თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის” პროექტზე მსჯელობა ნატო–საქართველოს კომისიის ფარგლებში გაგრძელდება.
პარლამენტში 7 კომიტეტის გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე “თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის” პროექტი განიხილეს. როგორც უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ აღნიშნა, მას შემდეგ, რაც დოკუმენტის საჯარო განხილვა დასრულდება, მასზე მსჯელობა ნატო–საქართველოს კომისიის ფარგლებში გაგრძელდება. ამის მიზანი კონცეფციის ნატო–ს მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანაა.
დოკუმენტი მიღებულად საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერის შემდეგ ჩაითვლება.
„თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის” პროექტის თანახმად, რეზერვის ახალი სისტემა მიმართული იქნება რეზერვისტების მომზადების, მათი მართვისა და კონტროლის ხარისხის გაუმჯობესებასა და ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველყოფაში მოსახლეობის ფართო ჩართულობაზე.

















