დღეს მაღალი ტექნოლოგიებით შექმნილი ქართული უპილოტო მანქანა გამოიცდება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.
„ჩვენ ორი ბრწყინვალე მანქანა შევქმენით და პირველად უნდა გამოვცადოთ მაღალი ტექნოლოგიებით შექმნილი ჩვენი უპილოტო მანქანა. კიდევ ძალიან ბევრი ტექნოლოგია იქმნება ქართველი სამხედროების და ინჟინრების ხელით“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართული ჯავშანმანქანების "ლაზიკასა" და "დიდგორის" შექმნაში შეტანილი წვლილისთვის რამდენიმე პირი გუშინ ორდენებით დააჯილდოვა.
პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ სამხედრო წარმოება შეძლო.

















