დე ფაქტო აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებში საგაზაფხულო გაწვევის დაწყების შესახებ ბრძანება დე ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა გასცა.
"აფსნი პრესის" ინფორმაციით, ანქვაბმა დე-ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვენელობას დაავალა, უზრუნველყონ სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევისთვის საჭირო ღონისძიებების შესრულება.
გაწვევას 18-დან 27 წლამდე მოქალაქე ექვემდებარება, რომელიც არ არის რეზერვში.
გაწვევა დღეს იწყება და 30 ივნისს დასრულდება.

















