საქართველოში სამხედრო-სარეზერვო სამსახურის ახალი კონცეფცია შემუშავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე ადასტურებს.
როგორც მან დღეს ბრიფინგზე განაცხადა, კონცეფციის შემუშავებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების საბჭოშია შესაძლებელი.

















