ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აშშ-საქართველოს ერთობლივი ყოველწლიური სამხედრო სწავლება "Agile Spirit" მიმდინარეობს.
სამხედრო წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებთან ერთად, ამერიკის შავი ზღვის მე-12 როტაციული ძალების 300-ზე მეტი საზღვაო ქვეითი მონაწილეობს.
ერთობლივი წვრთნების მიზანი ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის თავსებადობის გაღრმავება და სამშვიდობო ოპერაციების წარმოებისას გამოცდილების გაზიარებაა.
წვრთნები მცირერიცხოვანი სამხედრო დანაყოფების ტაქტიკის, ესკორტირებისა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფის ტექნიკის დახვეწას ითვალისწინებს.
ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობა აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადების პროგრამასაც მოიცავს.
ამ პროგრამით საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთის საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის ემზადებიან.
ვაზიანის სამხედრო ბაზაზე "Agile Spirit" 24 მარტს დასრულდება.

















