საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საინჟინრო ბრიგადას 460 ათასი ევროს ღირებულების განაღმვითი აღჭურვილობა გადაეცა.
მესანგრეთა და განაღმვითი აღჭურვილობის შეძენა ნატო-ს პროექტის "პარტნიორობა მშვიდობისთვის" ფონდის "ომის ფეთქებადი ნარჩენების გაწმენდისა და სამედიცინო რეაბილიტაციის პროექტის" ფარგლებში მოხდა.
აღჭურვილობის გადაცემის დოკუმენტს ხელი "ნამსას" (ნატოს უზრუნველყოფისა და მომარაგების სააგენტო) წარმომადგენელმა დევიდ თაუნდროუმ და თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ მოაწერეს.
ღონისძიებას ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელძღვანელი უილიამ ლაჰიუ და ესტონეთის ელჩი საქართველოში თომას ლუკი, ასევე, პროექტში მონაწილე ქვეყნების და დიპლომატიური კოპრუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღნიშნული პროექტი საქართველოში 2010 წლის ოქტომბრიდან ხორციელდება.

















