დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია აბიტურიენტთა მიღებას განაგრძობს.
პირობების თანახმად, აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სრული ზოგადი განათლების მქონე 24 წლამდე აბიტურიენტები მიიღებიან. ისინი მიმდინარე წლის 24 მარტამდე განათლების და მეცნიერებისა სამინისტროს ეროვნული გამოცდების ცენტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ეროვნული თავდაცვის აკადემიის საგანმანათლებო პროგრამებიდან ერთ-ერთი აირჩიონ.
აკადემია მსურველებს სამხედრო ლოჯისტიკის, საერთო-საჯარისო მართვის, სამხედრო კავშირგაბმულობის, საჰაერო თავდაცვის შეიარაღება და ტექნიკის, საარტილერიო საქმის, სამხედრო ავიაციის, სამხედრო ინჟინერიისა და ჯავშანსატექნიკო შეიარაღების პროგრამებზე იღებს.
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩარიცხვის მსურველებმა სამედიცნო შემოწმება, ტესტირება ფიზიკურ მომზადებაში, გასაუბრება და ეროვნული გამოცდები უნდა გაიარონ. სასწავლო პროცესი კი - 29 ოქტომბერს დაიწყება.

















