ვაზიანში ხვალ ქართულ-ამერიკული ყოველწლიური სამხედრო წვრთნა "Aგილე შპირიტ 2012" დაიწყება.
სწავლებაში, რომელიც 24 მარტამდე გაგრძელდება, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები და აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის შავი ზღვის მე-12 როტაციული ძალების 300-ზე მეტი საზღვაო ქვეითი მიიღებს მონაწილეობას.
როგორც "ნიუსპრესს" საქართველოში აშშ-ს საელჩოდან აცნობეს, ერთობლივი წვრთნის მიზანი ორი ქვეყნის შეიარღებულ ძალებს შორის თავსებადობის გაღრმვებაა. სწავლებაზე სამხედროები ერთმანეთს სამშვიდობო ოპერაციის წარმოების საკუთარ შესაძლებლობებსა და უნარებს გაუზიარებენ.
წვრთნა მცირერიცხოვანი სამხედრო დანაყოფების ტაქტიკის, ესკორტირებისა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფის ტექნიკის დახვეწას ითვალისწინებს.
"Aგილე შპირიტ 2012" ავღანეთის საერთაშორისო სამშვიდობო პროცესში მონაწილეობისთვის ქართული შეიარაღებული ძალების მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

















