ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურე ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში მოინახულა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტი ქართველ ჯარისკაცს გაესაუბრა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჰკითხა.
ვიცე-პოლკოვნიკი ტუღუში ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობდა.
იგი რეაბილიტაციის კურსს ბეთესდაში, ვალტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში გადის.
აშშ-ს პრეზიდენტამდე, ვიცე-პოლკოვნიკი ტუღუში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც მოინახულა და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

















