logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
დიმიტრი შაშკინი - გადავწყვიტე დავტოვო საქართველო, იმ იმედით, რომ დავბრუნდები
დიმიტრი შაშკინი - გადავწყვიტე დავტოვო საქართველო, იმ იმედით, რომ დავბრუნდები
11:26 22.10.2012

თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი შაშკინი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც იგი საქართველოში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის

პერიოდზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, იმ იმედით, რომ კვლავ დაბრუნდება.

განცხადება ინტერნეტსივრცეში გავრცელდა და მას უცვლელად გთავაზობთ:

„ქართველმა ხალხმა 1 ოქტომბერს გააკეთა თავისი არჩევანი და მე ამ არჩევანს პატივს ვცემ. თუმცა, მე და ახალ უმრავლესობას გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული ფასეულობები. მე ვმუშაობდი პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობაში იმიტომ, რომ ვიზიარებდი მის იდეალებს და იდეებს. ჩვენ, მთავრობას, გვაერთიანებდა იდეა და არა - პრაგმატული გათვლა, ჩვენ გვჯეროდა, რომ ფული არ არის მთავარი და იდეით და შრომით შეგიძლია მიაღწიო ყველაფერს. ჩვენ ვიყავით მთავრობაში არა იმისთვის, რომ გვეშოვა მილიონები, არამედ იმისთვის, რომ გვემსახურა ჩვენი ხალხისთვის. მე ყოველთვის ვიამაყებ იმით, რომ ვმუშაობდი ყველაზე ძლიერ და წარმატებულ პრემიერ-მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან ერთად. ყოველთვის ვიამაყებ იმით, რომ მქონდა შესაძლებლობა, მესწავლა ზურაბ ადეიშვილისგან და მეწოდებინა მისთვის მეგობარი. ყოველთვის ვიამაყებ იმით, რომ ჩემი კოლეგა იყო ალე ხეთაგური, ჩემი აზრით ყველაზე წარმატებული მინისტრი საქართველოში. ყოველთვის ვიამაყებ იმით, რომ მთავრობის სხდომებზე ერთ მაგიდასთან ვიჯექი გრიგოლ ვაშაძესა და რამაზ ნიკოლეიშვილთან ერთად.

მე გავატარე ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ოთხი წელი მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში და ჩვენ ყველამ ერთად საქართველო თავისი განვითარების ზენიტში ავიყვანეთ.

2008 წლიდან ვიმუშავე სამ მნიშვნელოვან სახელმწიფო სტრუქტურაში და მუდამ ვცდილობდი, ყველაფერი გამეკეთებინა ჩემი ხალხისა და ქვეყნისთვის.

პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუჩაში შეხვედრისას ხალხი მადლობას მიხდიდა იმისთვის, რომ ჩემი სასჯელაღსრულების მინისტრობის დროს შემცირდა ძალადობა და სიკვდილიანობა სისტემაში. განხორციელდა ისეთი პროგრამები, რომლებიც უნიკალური იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ მოვახერხეთ ქალთა კოლონიაში ბუნტის აღკვეთა ისე, რომ სპეცოპერაციის დროს არ დაზარალებულა არცერთი პატიმარი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და სპეცრაზმის თანამშრომლების ტანსაცმელი ცეცხლში იყო გახვეული. ამისთვის მე, კიდევ ერთხელ, ვუხდი მადლობას ყველა სპეცრაზმელს და ბოდიშს ყველას იმისთვის, რომ ბოლომდე ვერ მივიყვანე რეფორმები სასჯელაღსრულების სფეროში.

ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ განათლების სისტემაში. რეფორმები, რომელსაც ჩვენ ვატარებდით იყო რთული, ხანდახან მტკივნეული, მაგრამ - აუცილებელი. ჩვენ დავაბრუნეთ ბავშვები სკოლებში, დავამყარეთ წესრიგი, დავიწყეთ პედაგოგების სერტიფიცირების პროცესი, გავზარდეთ მათი ხელფასები, მოვახდინეთ ყველა სკოლის ინტერნეტიზაცია, სკოლები აღვჭურვეთ ახალი კომპიუტერებით, ყველა პირველკლასელს გადავეცით საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი, ჩამოვიყვანეთ ათასობით ინგლისური ენის უცხოელი მასწავლებელი, ხელი შევუწყვეთ ფასების შემცირებას სასკოლო სახელმძღვანელოებზე, გავაღვივეთ ბავშვებში ინტერესი ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ, ავაშენეთ ახალი სკოლები და პროფესიული კოლეჯები, გავარემონტეთ ათასზე მეტი სკოლა და გავატარეთ უამრავი სხვა რეფორმა.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩემთან ერთად ახორციელებდა ამ რეფორმებს. ჩვენ შევქმენით თანამოაზრეების უძლიერესი გუნდი და ყველა გადაწყვეტილებას ვიღებდით და ვახორციელებდით ერთად. ჩვენი ყველა წარმატება იყო ქვეყნის წარმატება და ამ რეფორმების შედეგები უკვე სახეზეა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში დამემართა დიაბეტი მძიმე ფორმით, ამის გამო უკან არასდროს დამიხევია, რადგან მჯეროდა, რომ ვაკეთებდი მნიშვნელოვან საქმეს ჩემი ხალხისა და ქვეყნისთვის. ბევრი ცუდი რამ ითქვა მანდატურებზე, ისტორია გაარჩევს ვინ ცდებოდა და ვინ იყო მართალი. მე ვამაყობ, რომ ვიყავი ამ რეფორმის ავტორი და მინდა შევახსენო ყველა მანდატურს, რომ მათი უშუალო მონაწილეობით გადაურჩა ძალადობას ათასობით მოსწავლე. თქვენი დამსახურებაა ის, რომ ჩვენი სკოლები ყველაზე უსაფრთხო იყო. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ათასობით სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს, ვისთან ერთადაც ჩვენ ვახორციელებდით ამ რეფორმებს.

რაც შეეხება ჩემს ბოლო თანამდებობას თავდაცვის მინისტრის რანგში, მინდა, ბოდიში მოვუხადო ჯარს, რადგან ვერ მოვასწარი იმის განხორციელება, რასაც დაგპირდით და დავგეგმე თქვენთან ერთად. ვთვლი, რომ საქართველოს ემსახურებიან საუკეთესო ოფიცრები და ჯარისკაცები. სწორედ ამიტომ, პრიორიტეტად დავისახე მათზე ზრუნვა. ჩვენი მთავარი დევიზი: "არც მშვიდობიან დროს და არც ომში არცერთ ადამიანს არ მივატოვებთ”- დაედო საფუძვლად ახალ 3T კონცეფციას. ჩემთვის ყველაზე დიდ საჩუქრად დარჩება სამხედრო ფორმა, რომელიც მაჩუქა ერთ-ერთმა მეთაურმა.

ჩემთვის მთელი ცხოვრების მანძილზე დაუვიწყარი იქნება შეხვედრა ალექსანდრე ტუღუშთან და დანარჩენ დაჭრილ ბიჭებთან ამერიკის ჰოსპიტალში. ამ შეხვედრაზე დავრწმუნდი, რომ სანამ ასეთი ოფიცრები და ჯარისკაცები არიან საქართველოში, რუსეთი ვერ დაგვამარცხებს.

ჩემთვის დიდი პატივია, რომ საშუალება მქონდა ავღანეთში გამეცნო რომან ჯანჯულია (ბატალიონის მეთაური), რომელიც ომობს იმისთვის, რომ ჩვენი ჯარი განვითარდეს და ჩვენი ქვეყანა მიუახლოვდეს ნატოს.

არასოდეს ასე ახლო და რეალური არ ყოფილა საქართველოს გაწევრიანება ნატოში, როგორც ახლაა. უკვე ნოემბერში ველოდებოდი აშშ-დან ახალი ვერტმფრენების შემოყვანის პროცესის დაწყებას, ხოლო დეკემბერში - კონკრეტული მოლაპარაკებების დაწყებას საჰაერო თავდაცვის შექმნის თაობაზე. სამწუხაროდ, არ მჯერა რომ ახალი მთავრობა გააგრძელებს ამ კურსს. ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე. ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი სამშობლოსთვის გადარჩენის გარანტია.

ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ხანმოკლე მინისტრობის დროს, ფორსირებულ რეჟიმში, დავასრულეთ ოთხი კორპუსის მშენებლობა და 800-ზე მეტ სამხედროს გადაეცა ბინები საკუთრებაში.

ჩემი საქმიანობის პერიოდში, 11 წელი საერთაშორისო ორგანიზაციაში და 4 წელი საჯარო სამსახურში, ხელს ვუწყობდი საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას. არ დამიხევია უკან ქვეყნის აღმშენებლობისა და რეფორმირების პროცესში. ვარ ამ ქვეყნის პატრიოტი და ჩემს შვილებსაც ვზრდი საქართველოს პატრიოტებად.

მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო საქართველო, იმ იმედით, რომ დავბრუნდები და კვლავ მექნება საშუალება, ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს. არ გამიკვირდება, რომ უახლოეს მომავალში გაიგოთ ბევრი "გაუგონარი ამბავი“ ჩემს შესახებ. ვინც მიცნობს, არ დაიჯერებს. თუმცა, ვინც არ მიცნობს, მინდა, დავარწმუნო, რომ ყოველთვის ვიცავდი კანონს და პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ჩემზე დაკისრებულ მოვალეობებს. არ ვნანობ არცერთ გადაწყვეტილებას, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მივიღე და მზად ვარ, ვუპასუხო ნებისმიერ შეკითხვას.

და ბოლოს, მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო უკეთესი, ჩვენი ინსტიტუციები - უფრო მდგრადი, ჩვენი ბავშვები - უფრო დაცული. ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან ერთად მუშაობა“ - აღნიშნულია განცხადებაში.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა