ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი მინდია აბაშიძე მშობლიურ სოფელში უკვე ჩაასვენეს.
22 წლის კაპრალი ხელვაჩურის რაიონის სოფელ თხილნარში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მიასვენეს.
კაპრალი მინდია აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს დაიღუპა.
იგი შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. აბაშიძე სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში კი, მონაწილეობას 2010 - 2011 წლებშიც იღებდა.

















