პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 82 ხმით მიიღო „იარაღის შესახებ „კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც
მთავარი სერჟანტებისთვის სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ იარაღის ტარების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს.
„ამ ინიციატივით ხდება მათი გათანაბრება ოფიცრებთან. იმისათვის, რომ მთავარი სერჟანტი გახდეს, უამრავი კურსი უნდა გაიაროს საგანმანათლებლო, კარიერული, იარაღთან მოპყრობასთან დაკავშირებით და 20 წელი სჭირდება მთავარი სერჟანტის წოდებამდე მიღწევას", - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ.