თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ 2020-2030 წლებისთვის უწყების სამოქმედო
გეგმის წარდგენისას ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, როგორიცაა ავიაციის მიმართულების განვითარება.
„ავიაციის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები დავსახეთ. საავიაციო პარკის სრულად აღდგენის პროცესის ფარგლებში, მხოლოდ წელს გარემონტდება 4 მოიერიშე და 7 ვერტმფრენი. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საფრენი აპარატების აღდგენა ხდება ჩვენი საკუთარი რესურსით, რასაც პრემიერის მინისტრობის დროს ჩაეყარა საფუძველი და რამოდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისი განცხადებით, აღდგენა-მოდერნიზაციის პარალელურად, ხორციელდება მფრინავებისა და ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისი გადამზადება.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირადი შემადგენლობის მომზადების პროცესში ხაზგასმით აღნიშნა, ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების წვლილი.