„ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარების მიზნით, მნიშვნელოვანია
გაგრძელდეს ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვედანაყოფების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებების შესყიდვა. ამ მიზნით, მიმდინარე წელს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობით იგეგმება დამატებით ჯაველინების პარტიის შეძენა.
ასევე იგეგმება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი შესყიდვების განხორციელება“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმის წარდგენისას.
მინისტრის განმარტებით, შესაძლებლობების შერჩევის პროცესი შესაბამისი სპეციალისტების ჯგუფების ანალიზისა და კვლევის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც ეფექტიანი შეიარაღების სისტემების შესყიდვას უზრუნველყოფს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გრძელვადიანი გეგმის მიხედვით, არსებული საბჭოთა შეიარაღების სისტემების თანამედროვე შეიარაღების სისტემებით ჩანაცვლდება.