logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
უკრაინელი სამხედროები რეაბილიტაციის კურსს წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში გაივლიან
უკრაინელი სამხედროები რეაბილიტაციის კურსს წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში გაივლიან
17:54 19.07.2021
აღმოსავლეთ უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციებში დაშავებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები რეაბილიტაციის კურსს საქართველოში გაივლიან. უკრაინელი სამხედროები საქართველოში ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოვიდნენ და მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ.

დაშავებული სამხედროები და მათი ოჯახის წევრები რეაბილიტაციის კურსის გასავლელად წეროვანში მდებარე მარო მაყაშვილის სახელობის რეაბილიტაციის ცენტრში გაემზავრნენ, სადაც ფიზიკური, ფსიქოლოგიური და რეკრეაციული რეაბილიტაციის ორკვირიან კურსს გაივლიან.

სარეაბილიტაციო კურსი მიზნად ისახავს დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის, ფიზიკური და ფუნქციური მდგომარეობის მაქსიმალურ გაუმჯობესებას შესაძლებლობის ფარგლებში, ცხოვრების ხარისხის ოპტიმალური დონის მიღწევასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციას. უკრაინელი დაშავებული სამხედროების საქართველოში ვიზიტი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შორის აღმოსავლეთ უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილე უკრაინელი დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის ერთობლივი პროექტის განხორციელების თაობაზე" 2015 წლის 28 აპრილს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში რეაბილიტაციის პროცესი ამერიკელი პარტნიორების აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს. უკრაინელი სამხედროების მომდევნო ჯგუფს საქართველოში სექტემბერში ელოდებიან. 2015 წლიდან დღემდე რეაბილიტაცია წეროვანში 237 უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა