logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეული პირობები შევუქმნათ ჩვენს სამხედროებს
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეული პირობები შევუქმნათ ჩვენს სამხედროებს
11:40 17.07.2021
მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ღირსეული პირობები შევუქმნათ ჩვენს სამხედროებს, მათი სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შექმნის მიზნით და მომავალშიც გავაგრძელებთ ასეთი პროექტების განხორციელებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს, "ჯარის ქალაქის" - Army City-ის მშენებლობის პროცესის გაცნობის შემდეგ განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროექტი „ჯარის ქალაქი", რომელიც გათვლილია 1050 სამხედრო მოსამსახურეზე 2022 წლის ზაფხულში დასრულდება.

„ჩვენ „ჯარის ქალაქის" მშენებლობა გასული წლის ოქტომბერში დავიწყეთ. თქვენ ხედავთ, რომ უკვე 28 კორპუსი არის აშენებული. ძალიან მაღალი ტემპით მუშაობს სამშენებლო კომპანია და ეს პროექტი „ჯარის ქალაქი", რომელიც გათვლილია 1050 სამხედრო მოსამსახურეზე დასრულდება 2022 წლის ზაფხულში. პროექტი დავიწყეთ რამდენიმე თვის წინ. ეს არის პირველი ფაზა, 1050 სამხედრო მოსამსახურეზე და შემდეგ ხუთი ასეთი პროექტის დაწყება არის დაგეგმილი ამ ტერიტორიაზე და ეს იქნება ჩვენი გმირი ჯარისკაცების ახალი დასახლება, ახალი უბანი, ახალი ქალაქი. ჩვენ, მთავრობა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეული პირობები შევუქმნათ ჩვენს სამხედროებს, მათი სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შექმნის მიზნით და მომავალშიც გავაგრძელებთ ასეთი პროექტების განხორციელებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ფართომასშტაბიანი პროექტის - "ჯარის ქალაქის" - Army City-ის მშენებლობა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო, აქტიურ ფაზაშია - აცხადებენ უწყებაში.
პროექტის მიმდინარეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მახათას მთაზე თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად გაეცნო.

„ჯარის ქალაქის - Army City" მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის მიხედვით მახათას მთაზე 7-სართულიანი 39 კორპუსი აშენდება, რომელშიც 1092 ბინა იქნება.

უწყების ცნობით, დღევანდელი მდგომარეობით, 32 საცხოვრებელი კორპუსი მშენებლობის პროცესშია, სადაც ძირითადად მონოლითური სამუშაოები ხორციელდება - ხდება სართულების ამოყვანა, ისხმება სართულებს შორის ფილები, ქვედა სართულებზე კი, მიმდინარეობს ბლოკის წყობა, ბინების ერთმანეთისგან გამიჯვნა სამეზობლო ტიხრებითა და შიდა ტიხრებით, ასევე მიმდინარეობს ლითონის დამუშავების სამუშაოები ფასადისთვის. დანარჩენ 7 საცხოვრებელ კორპუსზე კი, სრულდება ფუნდამენტის ქვაბულის ამოღების და საძირკვლის მოწყობის სამუშაოები.

ოფიცრებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა ამხანაგობა. ამხანაგობის მონაწილეები არიან თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული სამხედრო მოსამსახურეები. 2022 წლის ბოლოსთვის სამხედროები „ჯარის ქალაქში" თეთრი კარკასის მდგომარეობით 50მ2, 80მ2 და 110მ2-იანი საცხოვრებელი ფართის შეძენას, სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლებენ - აცხადებენ უწყებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა