logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
საქართველოს სატრანზიტო და ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს სამხედრო ატაშეები და ნატოს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები გაეცნენ
საქართველოს სატრანზიტო და ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს სამხედრო ატაშეები და ნატოს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები გაეცნენ
17:34 15.07.2021
თავდაცვის სამინისტროში საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეებსა და ნატოს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებს საქართველოს, როგორც „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერისა“ და ნატოს სტანდარტებთან თავსებადი ლოჯისტიკის შესაძლებლობები გააცნეს. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს მზადყოფნა, უზრუნველყოს მოკავშირეების ჯარებისა და აღჭურვილობის საქართველოს ტერიტორიაზე მიღება, განთავსება ან ტრანზიტი საერთაშორისო სწავლებებისა და მისიების ფარგლებში, რაც მათი განცხადებით ემსახურება პრინციპს - “მეტი ნატო საქართველოში“.

სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ლარს უკერვიცმა სტუმრებს საქართველოს „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ მეშვეობით, ავღანეთიდან გერმანული ქვედანაყოფების გამოყვანის პროცედურების ეფექტიანად და სწრაფად შესრულების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გერმანელი დიპლომატის თქმით, ავღანეთიდან ჯარების გადმოსროლის ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გერმანიის საჰაერო ძალების ტრანსპორტირებისთვის გადმოსროლის ჰაბის როლს ასრულებდა.

უწყების ცნობითვე, ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიიდან ალიანსის შენაერთების შეუფერხებლად გამოსვლის მხარდაჭერის მიზნით, მოკავშირეთა ძალებისა და შეიარაღების საქართველოს გავლით ტრანზიტი საქართველომ უმოკლეს ვადებში უზრუნველყო.

სატრანზიტო მხარდაჭერის პროცესში, ქართული მხარე გერმანიის შეიარაღებული ძალების კონტინგენტის, მათ ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფების, ნატოს პერსონალისა და კონტრაქტორი პირების განთავსებასა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას, საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო და სხვა სახის მხარდაჭერასაც უმაღლეს დონეზე ახორციელებდა.

საქართველოს ლოჯისტიკის შესაძლებლობების განვითარება ნატოსა და სტრატეგიული პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით, მათ შორის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა