ვაზიანის პოლიგონზე ასეულის დონის სამეთაურო-საშტაბო სიტუაციური სწავლება
"ვაზიანი-21“ დასრულდა. სამხედრო წვრთნები 72 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მე-4 მექანიზებული ბრიგადის ყველა ქვედანაყოფმა მიიღო მონაწილეობა. სწავლების დასკვნით ეტაპზე მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამხედროებმა შეტევითი ოპერაცია განახორციელეს, სადაც ოპერატიული ბრძანების გაცემის, ქვედანაყოფების სასწავლო თავმოყრის რაიონში გადაყვანის, შეტევითი, პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების და უკან გამოსვლის ამოცანები შეასრულეს.
სწავლებაში ჯავშანსატანკო, საინჟინრო, ტანკსაწინააღმდეგო, საარტილერიო და ჰაერსაწინააღმდეგო კომპონენტები იყო მოზიდული.
„ვაზიანი-21“ სწავლების მიზანი მე-4 მექანიზებული ბრიგადის ქვედანაყოფებს შორის მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება, ურთიერთქმედების დახვეწა და კოორდინირებული მოქმედებები იყო.