logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
დავით ზალკანიანი: ჩვენ ვასრულებთ მნიშვნელოვან სატრანზიტო ფუნქციას კოალიციის წევრებისთვის ავღანეთიდან სამხედრო ტვირთების და პერსონალის გამოსაყვანად
დავით ზალკანიანი: ჩვენ ვასრულებთ მნიშვნელოვან სატრანზიტო ფუნქციას კოალიციის წევრებისთვის ავღანეთიდან სამხედრო ტვირთების და პერსონალის გამოსაყვანად
15:49 28.06.2021
"საქართველო გახლავთ გლობალური ანტიტერორისტული კოალიციის აქტიური და მნიშვნელოვანი წევრი, ჩვენ ჩართული ვართ პარტნიორებთან ერთად ამ გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში და დღესაც, როდესაც ავღანეთში სრულდება სამშვიდობო მისია, საქართველოს აკისრია მნიშვნელოვანი ფუნქცია, რადგან კოალიციის წევრი ქვეყნები სწორედ საქართველოს იყენებენ ტრანზიტისთვის და წარმოვადგენთ ერთგვარ რეგიონალურ ჰაბს წვერი სახელმწიფოების სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის გამოსაყვანად"- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, რომში მიმდინარე გლობალური კოალიციის შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობის კომენტირებისას განაცხადა.


მისი თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და გარდა იმისა, რომ აქტიურად ჩართულები არიან კოალიციის სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში, პარტნიორებთან ერთად  გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ძალისხმევას არ იშურებენ.


"გლობალური კოალიციის მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს მისია დასასრულს უახლოვდება. მოგეხსენებათ დღეს ბოლო ქართულმა ქვედანაყოფმა დატოვა ავღანეთი, ჩვენმა სამხედროებმა ურთულეს მისიას წარამატებით გაართვეს თავი და ღირსეული წვლილი შეიტანეს გლობალურ უსაფრთხოებაში, რასაც ყველა ერთხმად აღნიშნავს. ჩვენ მზად ვართ მომავალშიც აქტიურად ჩავერთოთ პარტნიორების ერთობლივ ძალისხმევაში და ამის შესახებ ვისაუბრე დღევანდელ ჩემს გამოსვლაში"-განაცხადა ზალკალიანმა.


საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გლობალური კოალიციის შეხვედრაში მონაწილებს, რომელსაც კოალიციის წევრი 60-ზე მეტი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მათ შორის ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ესწრებიან. შეხვედრას თანათავმჯოდმრეობას უწევენ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო და აშშ -ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა