logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ლევან ნიკოლეიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში თავდაცვის უწყებაში დიდი რეფორმები განხორციელდა
ლევან ნიკოლეიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში თავდაცვის უწყებაში დიდი რეფორმები განხორციელდა
23:53 25.06.2021
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშს ეხმიანება და განსაკუთრებული აქცენტს თავდაცვის უწყებაზე აკეთებს, სადაც, მისი თქმით, ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში დიდი რეფორმები განხორციელდა.

,,ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელსაც ცხოვრების უმეტესი წლები სწორედ თავდაცვის სფეროში აქვს ნამუშევარი, პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი გამოსვლიდან განსაკუთრებით საინტერესო გახლდათ ის ნაწილი, სადაც მან სახელმწიფოს ყველაზე უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის გაძლიერება-განვითარებაზე ისაუბრა. კარგად მახსოვს რა წვალებით და ენთუზიაზმით შენდებოდა შეაიარღებული ძალები: სხვადასხვა ომებგამოვლილ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს ხშირად არ ჰქონდათ საკმარისი საკვები, დროულად არ რიგდებოდა ხელფასები (ზოგჯერ თვეების დაგვიანებით!), სამხედრო ფორმა კი ძირითად ის იყო რასაც რომელიმე ქვეყანა საჩუქრად გამოგვიგზავნიდა. დრო გავიდა ნელ-ნელა ჯარმა ფეხზე დადგომა დაიწყო, მაგრამ სააკაშვილის ავანტიურამ კინაღამ განადგურების პირზე მიიყვანა მთელი თავდაცვის სისტემა.. ამ ბოლო წლებში, რამდენჯერმე მომეცა თავდაცვის უწყებაში მისვლის შესაძლებლობა, და ჩემს გულწრფელ აღფრთოვანებას ვერ დაგიმალავთ, რაც იქ ვნახე ეს არ იყო წინგადადგმული ნაბიჯი, არამედ რეალურად სერიოზული ნახტომი-ამიტომაც ვამბობ მარტო თავდაცვის სამინისტროზე და თავდაცვის ძალებზე, რომ იყოს დამოკიდებული ჩვენ უკვე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის-ნატოს წევრები ვიქნებოდით. ამ ყველაფრის მიზეზი კი მარტივია, დღევანდელი პრემიერის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დამოკიდებულება თავდაცვის უწყებისადმი. მოდით გულწრფელად ვთქვათ სულისკვეთება და პატრიოტიზმი ჩვენს სამხედროებს არასოდეს აკლდათ, მაგრამ სახელმწიფოდან ყურადღებისა და სერიოზულად აღქმის რა მოგახსენოთ. სწორედ ამიტომ არ ვსაუბრობ პრემიერ-მინისტრის დღევანდელ გამოსვლის სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან აქცენტებზე, და ხაზს ვუსვამ იმას რაც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე საჭირბოროტოა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „ჩვენი გრძელვადიანი პრიორიტეტია ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, დაზვერვისა და თვალთვალის, საინჟინრო შესაძლებლობების განვითარება” და ასევე - „უახლოეს მომავალში დელტას ბაზაზე, ებრაულ კომპანიასთან ერთად, დავიწყებთ ამერიკული M4-ის ტიპის შაშხანების წარმოებას. მომავალი წლიდან, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, ვგეგმავთ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას ადგილზე, დელტას ბაზაზე. სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის ჩვენი პროექტის ფარგლებში, უკვე გაისად 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს ბინას და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. 2030 წელს ჩვენ გვექნება ეფექტიანი, თანამედროვედ აღჭურვილი საბრძოლო ძალა, რომელიც შეძლებს ადეკვატურად მოახდინოს საფრთხეებზე დროული რეაგირება“. სამხედროების სოციალური პაკეტის კიდევ უფრო გაუმჯობესება, სამხედრო მრეწველობის აღორძინება და თავდაცვისუნარიანობის უმაღლეს სტანდარტზე აყვანა! მგონი სადავო არ უნდა იყოს თავდაცვის სისტემის არა მარტო გაძლიერება, არამედ იქ მომსახურე სამხედროებისა და მომუშავე სამოქალაქო პირების ყოველდღიურობის პრესტიჟულ სამსახურად გადაქცევა, სწორედაც, პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ღირსეული საქმე გახლავთ“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი facebook - ის გვერდზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა