logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
დიმიტრი შაშკინმა ესტონეთის თავდაცვის მინისტრი მიიღო
დიმიტრი შაშკინმა ესტონეთის თავდაცვის მინისტრი მიიღო
15:37 24.09.2012
საქართველოში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ იმყოფება, რომელიც დღეს ქართველ კოლეგას დიმიტრი შაშკინს შეხვდა.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი რეინსალუს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა და სამინისტროს ახალი 3T კონცეფცია გააცნო.

მინისტრებს შორის საუბრისას ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლებაზე და დიმიტრი შაშკინმა ესტონელ კოლეგას ესტონეთის შეიარაღებული ძალების სამხედროების საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში მომზადება შესთავაზა.

შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები იყო ასევე საქართველოსა და ესტონეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია და ქართული კონტინგენტის ISAF-ის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა. პირისპირ შეხვედრაზე დიმიტრი შაშკინმა აღნიშნა, რომ ესტონეთი ჩვენი ქვეყნის დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორია და მრავალი წლის განმავლობაში საქართველო ესტონეთისგან ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას იღებს. თავის მხრივ, ურმას რეინსალუმ ესტონეთის მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიმართ.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და ესტონეთის თავდაცვის მინისტრებმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც თავდაცვის სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობას გულისხმობს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის თავდაცვის მინისტრი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ეწვევა და აკადემიის მსმენელებს ლექციას წაუკითხავს თემაზე „ესტონეთის გამოცდილება ნატო-სთან: პარტნიორობიდან ალიანსში გაწევრიანებამდე“.

დაგეგმილია ასევე შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძესთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთან და ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარიასთან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა