logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოში ესპანეთის სამეფოს თავდაცვის ახალ ატაშესთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოში ესპანეთის სამეფოს თავდაცვის ახალ ატაშესთან შეხვედრა გაიმართა
11:38 16.06.2021
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი საქართველოში ესპანეთის სამეფოს თავდაცვის ატაშეს შეხვდა.

ლელა ჩიქოვანმა პოლკოვნიკ ანხელ სევილანო კეიპო დე ლიანოს სამხედრო ატაშეს პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ესპანეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

ლელა ჩიქოვანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი ნატოსა და ევროკავშირის წევრობაა და ამ კონტექსტით მან ყურადღება თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს. მინისტრის მოადგილემ ავღანეთიდან ქართველი სამშვიდობოების გამოყვანისა და მომავალში სტრატეგიულ პარტნიორებთან ქართველი სამხედროების თანამშრომლობის გეგმებზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია საქართველოს ნატოს ოპერაციებში ნატოელ პარტნიორებთან ერთად მონაწილეობის გაგრძელება მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით და „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“ სტრატეგიის იმპლემენტაცია.

ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების საქმეში, ასევე ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შესაძლებლობების განვითარებაში ესპანეთის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის სფეროში საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე.

განსაკუთრებით აღინიშნა სამხედრო განათლების კუთხით არსებული პროექტები.
პოლკოვნიკმა ანხელ სევილიანო კეიპო დე ლიანომ პოლკოვნიკი სესარ გუტიერეს დე ლა კამარა გასული წლის აგვისტოდან შეცვალა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა