logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თავდაცვის სამინისტრო "მთავარ არხს" დეზინფორმაციის ტირაჟირებაში ადანაშაულებს
თავდაცვის სამინისტრო "მთავარ არხს" დეზინფორმაციის ტირაჟირებაში ადანაშაულებს
19:10 01.06.2021
მიმდინარე წლის 29 მაისს ტელეკომპანია მთავარის გადაცემა „შაბათის მთავარში“ გაკეთდა რეპორტაჟი თავდაცვის მინისტრის ქონებრივი დეკლარაციისა და შემოსავლების შესახებ. გადაცემა თავდაცვის მინისტრის მიმართ თავისი ცილისმწამებლური და შეთითხნილი ბრალდებებით გასცდა ყოველგვარ ეთიკურ და სამართლებრივ საზღვრებს - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ტელეკომპანია მთავარის სიუჟეტში, სხვა პირების კუთვნილი ქონება მიაწერეს თავდაცვის მინისტრს. ასევე, მისი საცხოვრებელი სახლი წარმოაჩინეს ისეთი ფორმით, თითქოსდა რამდენიმე სახლს წარმოადგენდა.

ტელეკომპანია მთავარის ვებგვერდმა დაამახინჯა ინფორმაცია ჯუანშერ ბურჭულაძის თავდაცვის მინისტრის მოადგილეობის პერიოდში აღებული ხელფასის შესახებ. შეგნებულად დამახინჯდა არაერთი ფაქტი.

თავდაცვის მინისტრს მიაწერეს არარსებული ქონება და შემოსავლები და ამ მეთოდებით შეეცადნენ მისი რეპუტაციის შელახვას.

არც ფალიაშვილის და არც ლუბლიანას ქუჩაზე, არც მას და არც მის ოჯახის წევრებს არ გააჩნიათ არანაირი უძრავი ქონება, ხოლო ის უძრავი ქონება, რომელიც მინისტრს გააჩნია ყველაფერი შეძენილი აქვს საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე მოღვაწეობამდე.

აღნიშნულის დასადასტურებლად, მინისტრმა პირადი განცხადებით მიმართა საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროს, რათა დაედასტურებინათ აღნიშნული ფაქტები. ბიუროდან მიღებული ინფორმაციით დადასტურდა, რომ სიუჟეტში მოყვანილი ინფორმაცია არის სიცრუე. აღნიშნულ ცილისწამებასთან და სიცრუესთან დაკავშირებით მინისტრი აპირებს, მიმართოს სასამართლოს.

მომავალში, მედიასაშუალებების მიერ გაჟღერებული არცერთი ამდაგვარი, ტოტალური სიცრუე არ დარჩება სამართლებრივი რეაგირების გარეშე" - აცხადებენ უწყებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა