logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თავდაცვის სამინისტროს, REGI Base Foundation და REGI Base Georgia-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თავდაცვის სამინისტროს, REGI Base Foundation და REGI Base Georgia-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
18:44 01.06.2021
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ჩეხურ ფონდს - REGI Base Foundation და REGI Base Georgia-ს შორის თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების, ვეტერანების სრული სამედიცინო და სარეაბილიტაციო დახმარება, ასევე სპეციალისტებს შორის გამოცდილების გაზიარებაა.

ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა, REGI Base Foundation-ის ხელმძღვანელმა - ჰინეკ ჩეხმა და REGI Base Georgia-ს ხელმძღვანელმა - მიხეილ ტარახჩევმა წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში მოაწერეს.

დღესვე, თანამშრომლობის დოკუმენტი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, REGI Base Foundation და REGI Base Georgia-ს შორისაც გაფორმდა, რომელსაც ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ მოაწერა.

პირველ ეტაპზე თანამშრომლობის განვითარების მიზნით, ასევე ჩეხეთში რეაბილიტაციის გასავლელად დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე და ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ბენეფიციარი გაემგზავრებიან.

REGI Base Foundation სარეაბილიტაციო მომსახურებით უზრუნველყოფს ომის ვეტერანებს, პოლიციელებს, მეხანძრეებსა და მათი ოჯახის წევრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სასტუმროს ტიპის სარეაბილიტაციო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, პროფესიონალი ექიმებით, ფიზიოთერაპევტებით, ოკუპაციური თერაპევტებითა და მასაჟისტებით. გარდა ამისა, ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს საზოგადოებაში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხითაც.
ჩეხური დელეგაციის წევრებს სარეაბილიტაციო ცენტრი თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაათვალიერებინეს და საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. თანამშრომლობის ფარგლებში, სამომავლოდ საქართველოში უახლესი რობოტიზირებული ტექნოლოგიებისა და დიაგნოსტიკის უახლესი მეთოდების მქონე კლინიკის აშენება იგეგმება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა