logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
SNGP-ის ფარგლებში სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის განხორციელების მიზნით საქართველოში პირველი ვიზიტი შედგა
SNGP-ის ფარგლებში სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის განხორციელების მიზნით საქართველოში პირველი ვიზიტი შედგა
17:54 01.06.2021
განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (Refreshed SNGP) ფარგლებში ახალი - სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის განხორციელება იწყება.

ამ მიზნით საქართველოს პირველად ეწვია დელეგაცია, რომელსაც მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი - ევროპული სამედიცინო სარდლობის მეთაური, ბრიგადის გენერალი სტეფან კოვიტცი ხელმძღვანელობს.

დელეგაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე მასპინძლობენ, რომლებიც SNGP-ის პაკეტით განსაზღვრული ინიციატივების იმპლემენტაციას უწევენ კოორდინაციას. შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობები შეაფასეს და მისი განვითარების შესახებ სამომავლო გეგმები დასახეს. განახლებული SNGP-ის ფარგლებში საქართველოს სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის განხორციელებაში ბუნდესვერის მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრი და ევროპული სამედიცინო სარდლობა იქნება ჩართული.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ადგილზე გაეცნობა IV მექანიზებული ბრიგადის, კრწანისის სამედიცინო სკოლის, წეროვანში მარო მაყაშვილის სახელობის რეაბილიტაციის ცენტრისა და გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის სამედიცინო შესაძლებლობებს და სამხედრო სამედიცინო პერსონალს უშუალოდ გაესაუბრება. განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP Refresh) 2020 წლის დეკემბერში დამტკიცდა.

განახლებული პაკეტი, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობის აღმშენებლობას, მდგრადობის გაძლიერებას, ნატოსთან თავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მზადების პროცესს უფრო მეტად შეუწყობს ხელს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა