logo2
logo2
არქივი
« მარტი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საჰაერო თავდაცვა 26 წლისაა
საჰაერო თავდაცვა 26 წლისაა
17:17 31.05.2021
საჰაერო თავდაცვის 26 წლის იუბილე ალექსეევკას შერეული ესკადრილიის ბაზაზე ოფიციალური ღონისძიებით აღინიშნა. პროფესიული დღე საჰაერო თავდაცვის ბრიგადის პირად შემადგენლობას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ აზარაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.

მათ სიტყვით მიმართვისას საჰაერო თავდაცვის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმის ფარგლებში, საჰაერო თავდაცვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ღონისძიების ფარგლებში საჰაერო თავდაცვის ბრიგადის 56 წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო და დღეიდან თავდაცვის ძალებში იმსახურებენ. დასასრულს, სამხედრო მოსამსახურეებს საშტატო იარაღი გადაეცათ.

ღონისძიებას ავიაციისა და საჰაერო ძალების სარდალი პოლკოვნიკი სერგო ნინუა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

1995 წლის 31 მაისს საჰაერო თავდაცვის რადიოლოკაციური ქვედანაყოფები პირველად დადგნენ საბრძოლო პოზიციებზე და საქართველოს საჰაერო სივრცის კონტროლის მიზნით საბრძოლო მორიგეობა დაიწყეს. მას შემდეგ, საჰაერო თავდაცვის დღე 31 მაისს აღინიშნება.

თავდაცვის ძალებში საჰაერო თავდაცვის განვითარების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. წელს სრულდება ფრანგული კონტრაქტის მეორე ფაზა. აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში, თავდაცვის ძალებს უკვე გააჩნია ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და მისტრალი-3 ტიპის რაკეტები საცეცხლე მანქანებით.

პარალელურად, გრძელდება მუშაობა საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენისა და არსებული საშუალებების მოდერნიზაციის კუთხით, რომელიც თავდაცვის მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის მუშაობის დროს დაიწყო. ამ მიზნით, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ისრაელის უმსხვილეს სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, კომპანია „რაფაელთან“ და მიმდინარე წლის ბოლომდე, არსებულ სისტემებს ჩაუტარდებათ სრული მოდერნიზაცია. ასევე, იგეგმება თანამედროვე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების შესყიდვა, რომლითაც სამანევრო ქვედანაყოფები აღიჭურვება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა