საერთო საჯარისო ცენტრის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის
მსმენელებმა სს „თბილავიამშენში“ 5-კვირიანი პრაქტიკული სწავლება გაიარეს. აღსანიშნავია, რომ ოფიცრებს პირველად ჰქონდათ შესაძლებლობა პრაქტიკული მომზადება სს „თბილავიამშენის“ ბაზაზე გაევლოთ და კურსის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში განეხორციელებინათ.
ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის მსმენელებმა საერთო საჯარისო დისციპლინები, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის საფუძვლები შეისწავლეს. ოფიცრები საფრენ აპარატებთან, საჰაერო სივრცისა და საჰაერო მოძრაობის მართვასთან, ასევე საჰაერო აპარატების კონსტრუქციასთან დაკავშირებულ საკითხებსაც გაეცნენ. საერთო საჯარისო ცენტრის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი თორმეტმა მსმენელმა გაიარა. კურსი 32 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.